
დღეს, ბერლინში „ევრობასკეტ 2022"-ის წილისყრა გაიმართა, სადაც საბოლოოდ გაირკვა თბილისში მოასპარეზე ჯგუფი, თუმცა, ისევე, როგორც ყველა სხვა ჯგუფები.
ქვეყნები კალათებში შემდეგნაირად იყვნენ გადანაწილებულნი:
I კალათა: ესპანეთი, სერბეთი, საფრანგეთი, საბერძნეთი
II კალათა: ლიეტუვა, რუსეთი, იტალია, ჩეხეთი
III კალათა: პოლონეთი, ხორვატია, თურქეთი, სლოვენია
IV კალათა: გერმანია, უკრაინა, ფინეთი, საქართველო
V კალათა: ბელგია, უნგრეთი, ისრაელი, დიდი ბრიტანეთი
VI კალათა: ბოსნია, ნიდერლანდები, ესტონთი, ბულგარეთი
მოგეხსენებათ, საქართველომ, რომელიც A ჯგუფს უმასპინძლებს, აღნიშნულ ევროპის ჩემპიონატზე პარტნიორ ქვეყნად თურქეთ აირჩია. გამომდინარე იქიდან, რომ „ევრობაკსეტ 2022"-ის ჯგუფური ეტაპის მასპინძელმა სხვა ქვეყნებმაც აირჩიეს პარტნიორი ქვეყნები, მეორე კალათაში იყო დარჩენილი ერთი ქვეყნამა, წყვილის გარეშე - რუსეთი, რომელიც დღევანდელ წილისყრამდეც ცნობილი იყო, რომ საქართველოსა და თურქეთის ჯგუფში მოხვდებოდა და შესაბამისად, თბილისში მოუწევდა ასპარეზობა.
რაც შეეხება, ჩვენი ჯგუფის მონაწილე დანარჩენ 3 ქვეყანას წილისყრის შემდეგ, გადაწყდა, რომ 2022 წლის 1-18 სექტემბერს თბილისის ჯგუფში იამაშებენ:
A ჯგუფი: საქართველო, თურქეთი, რუსეთი, ესპანეთი, ბელგია, ბულგარეთი
შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მასპინძელ თითოეულ ქვეყანას, პარტნიორი ქვეყნის (ფედერაცია) არჩევა შეეძლო, რომელიც მასპინძლის ჯგუფში იასპარეზებდა. ეს პრაქტიკა 2015 წლის ევრობასკეტიდან მომდინარეობს და მისი მიზანი ჯგუფური ეტაპის მასპინძელი ქვეყნებისთვის ღონისძიების მარკეტინგული და სპორტული მხარის უკეთესად დაგეგმვაა. შესაბამისად, დღეს გაირკვა დანარჩენი ჯგუფების შემადგენლობებიც. შესაბამისად, მასპინძელი ქვეყნების მიხედვით:
B ჯგუფი: გერმანია (კიოლნი), ლიეტუვა, საფრანგეთი, სლოვენია, უნგრეთი, ბოსნია-ჰეცოგოვინა
C ჯგუფი: იტალია (მილანი), ესტონეთი, საბერძნეთი, ხორვატია, უკრაინა, დიდი ბრიტანეთი
D ჯგუფი: ჩეხეთი (პრაღა), პოლონეთი, სერბეთი, ფინეთი, ისრაელი, ნიდერლანდები
ბერლინში მიმდინარე წილისყრას კოვიდ-რეგულაციების გამო, შეზღუდული რაოდენობის მონაწილე და დამსწრე ჰყავდა. ღონისძიება ბერლინის Verti Music Hall-ში ჩატარდა და მას გერმანიის, საქართველოს, იტალიისა და ჩეხეთის კალათბურთის ფედერაციების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრების მცირე რაოდენობა დაესწრო და მათ შორის იყვნენ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი პაატა გურასპაული, ვიცე-პრეზიდენტი ვლადიმერ ბოისა, ვეტერანი კალათბურთელი, საქართველოს პარლამენტის წევრი ვიქტორ სანიკიძე და ფედერაციის გენერალური მდივანი გიორგი ქართველიშვილი.
და ბოლოს, დღე წილისყრის დროს გამოჩნდა ევრობასკეტ 2022"-ის ოფიციალური მასკოტი. მომავალი ევროპის ჩემპიონატის თილისმა, სახელად ბაუნსი უახლოეს ხანს, თბილისისთვისაც მშობლიური გახდება.





ჩვენ








