„დინამოს“ „მძიმე არტილერია“ გუნდში რჩება
„დინამოს“ „მძიმე არტილერია“ გუნდში რჩება
10.12.2017
ავტორი:

„დინამო თბილისის“ ცენტრალურმა მცველმა ლაშა თოთაძემ, კლუბთან ახალ, 2-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ფეხბურთელს, თბილისურ კლუბთან, ხელშეკრულება 2017 წლის 31 დეკემბერს ეწურებოდა. აქედან გამომდინარე, იყო ბევრი ვერსია, თუ სად გააგრძელებდა თამაშსს, ლაშა თოთაძე. იყო მოსაზრება, რომ ფეხბურთელი, ეროვნულ ლიგა შიგადმოსულ, „რუსთავში“ გააგრძელებდა კარიერას. თუმცა, tsff.ge-სთან საუბარში, ფეხბურთელმა „რუსთავის“ ვერსია, თავიდანვე უარყო. დღეს, კი საფეხბურთო კლუბი „დინამო თბილისის“ ოფიციალურმა გვერდმა, თოთაძესთან გახანგრძლივებული კონტრაქტის თაობაზე დადო ინფორმაცია.

Tsff.ge დაუკავშირდა დინამოელთა „მძიმე არტილერიას“, რომელიც ოჯახთან ერთად დასასვენებლად ბორჯომში იმყოფება და ახალი გარემოებების შესახებ, ფეხბურთელთან ექსკლუზიური კომენტარი ჩაწერა.

„გუშინ, შევხვდი ბატონ რომან ფიფიას. ვისაუბრეთ და იმ დასკვნამდე მივედით, რომ „დინამოში“ დავრჩენილიყავი. 2017 წლის დასაწყისში, როდესაც პირველ ლიგაში მიწევდა გადასვლა, უმაღლესი ლიგის არცერთმა გუნდმა არ ისურვა ჩემთან მუშაობა. ყველამ ზურგი შემაქცია და დამბრაკა. სწორედ, მაშინ მივიღე წინადადება „დინამო თბილისისგან“ და შევხვდი უშუალოდ რომან ფიფიას. ბატონმა რომანმა მითხრა, რომ მან იცოდა და ახსოვდა, ჩემი „დინამოსადმი“ გაკეთებული ბევრი კარგი საქმე. იცოდა ისიც, რამდნად მიყვარდა და მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის ეს კლუბი. მან, გამომიწოდა დახმარების ხელი და „დინამოსთან“ ერთწლიანი კონტრაქტი გამიფორმა. „დინამომ“ მომცა კიდევ ერთი შანსი, მეთამაშა ამ გუნდის სახელით.

2017 წლის სეზონის დასაწყისში, მას შემდეგ, რაც გუნდიდან ძირითადი ბირთვი წავიდა, არავინ ელოდა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებით, „დინამო“ რაიმეს შესძლებდა. თუმცა, ჩვენ ეს მოვახერხეთ. ბიჭები, თამაშიდან თამაშამდე გაიზარდნენ. დააგროვე სგამოცდილება და ცოდნა. მათთან ერთად, მეც. ახლა, ჩვენ ვიცით რა შეცდომები დავუშვით, რაზე გვაქვს სამუშაო და გამოსასწორებელი და მჯერა, გუნდთან ერთად, ამას შევძლებთ.  სეზონის დასრულების შემდეგ, ბევრი საუბრობდა, ჩემს სხვა გუნდში გადასვლაზე. ბუნებრივია, იყო შემოთავაზებები, იყო კარგი წინადადებები, მათ შორის უცხოეთიდან და საქართველოს კლუბებიდან. იყო „რუსთავის“ შემოთავაზებაც, თუმცა, ჩემთვის ხელფასს არ აქვს ისეთი მნიშვნელობა, როგორც კლუბს, რომელსაც „დინამო“ ჰქვია.

2018 წლიდან, შევეცდებით  რომ „დინამომ“ უკეთესი სეზონი ჩაატაროს. ჩვენ გვაქვს შანსი, რომ „დინამომ“ დაიწყოს ახალი ისტორიის წერა და ამას, აუცილებლად გამოვყენებთ. ჩემი ახალი კონტრაქტი „დინამო თბილისთან“ არის 2-წლიანი და ამ დროში, შევეცდებით მაქსიმალურის გაკეთებას“ - ამბობს ლაშა თოთაძე.