
დღეს, ნიონში, ქალთა შორის, მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის წილისყრა გაიმართა. მომავალ მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობის სურვილი, ევროპის კონტინენტიდან, ქვეყნების რეკორდულმა რაოდენობამ, 51-მა გამოთქვა სურვილი.
ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში დაგეგმილი მსოფლიო ჩემპიონატის 11 საგზურისთვის, გუნდები ცხრა, ჯგუფში გადანაწილდნენ, საიდანაც 3 ჯგუფი 5-გუნდიანია. ამ სამიდან ერთ-ერთში, 2021 წლის შემოდგომიდან, 2022 წლის სექტემბრის ჩათვლით მოუწევს თამაშები საქართველოს ქალთა ეროვნულ ნაკრებსაც.
წილისყრის შედეგად, საქართველოს ნაკრები A ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები, შვედეთის, ფინეთის, ირლანდიისა და სლოვაკეთის ნაკრებები იქნებიან.

- ჯგუფის გამარჯვებული ნაკრებები მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს ავტომატურად მიიღებენ.
- მეორე ადგილზე გასული სამი საუკეთესო ნაკრები ფლეი-ოფის მეორე რაუნდში ითამაშებს. მეორე ადგილზე გასული დანარჩენი ექვს ნაკრები, ფლეი-ოფის ორ ეტაპიან რაუნდს გაივლის. პირველში, ექვსი გუნდი სამ ერთმატჩიან რაუნდს გაითამაშებენ და გამარჯვებულები, მეორე რაუნდში გადავლენ, სადაც ასევე სამ თითო მატჩიან რაუნდს გამართავენ. წყვილებს წილისყრა გამოავლენს. ამის შემდეგ, საბოლოოდ, ორი საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი კი, ფლური ეტაპის საგზურს მიიღებს. მესამე წყვილის გამარჯვებულს კი, კონფედერაციათა ფლეი-ოფში მოუწევს თამაში, სადაც ყველა კონტინენტის 10 ნაკრებს შორის, ბოლო სამი საგზურის მფლობელი გამოვლინდება.

ქალთა შორის მსოფლიოს 32 საუკეთეს ნაკრებს, ფინალურ ეტაპზე, ავსტრალია და ახალი ზელანდია 2023 წლის 10 ივლისიდან, 20 აგვისტოს ჩათვლით უმასპინძლებს.
აღნიშნული ტურნირისთვის საქართველოს ქალთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მზადებას 2021 წლის ივნისიდან შეუდგება და პირველ ამხანაგურ შეხვედრებს, 10 და 13 ივნისს, ტრადიციულ და ნაცნობ მეტოქესთან, აზერბაიჯანის ნაკრებთან გამართავს.
ფოტო: @UEFA





ჩვენ








