ანრი დელონის სახელობის თასი, ევრო 2020-ის მასპინძელ ქალაქებში მოგზაურობს
ანრი დელონის სახელობის თასი, ევრო 2020-ის მასპინძელ ქალაქებში მოგზაურობს
03.05.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის მთავარმა ტროფეიმ, ევრო 2020-ის მასპინძელ ქალაქებში მოგზაურობა დაიწყო. 30 აპრილიდან 5 ივნისის ჩათვლით, ის 11 ქალაქში ჩაბრძანდება და მოგზაურობას ლონდონში დაასრულებს. საქართველოსთან ყველაზე ახლოს, ევროპის ჩემპიონატის თასი, 7-8 მაისს, ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანში შეჩერდება, თუმცა, სხვა ტროფებისგან განსხვავებით, ამჯერად გულშემატკივარს, ვირტუალურად მოუწევს აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა.


უეფა-ს ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, თასმა, რომელმაც მოგზაურობა რომიდან დაიწყო და იტალიაში მას გიდობა, დემეტრიო ალბერტინიმ გაუწია, მომდევნო დღეებში, ბუქარესტში ჩავიდა, სადაც, მეგზურობის ესტაფეტა ალბერტინისგან დორინელ მუნტეანუმ და მიოდრაგ ბელოდედიჩმა გადაიბარეს. თასის მომდევნო გაჩერება უკვე, ბუდაპეშტში იყო.


7-8 მაისი ბაქო

11 მაისი კოპენჰაგენი

14-15 მაისი ამსტერდამი

22-23 მაისი სანქტ-პეტერბურგი

28 მაისი მიუნჰენი

1-3 ივნისი გლაზგო

4-5 ივნისი ლონდონი


ჯერ-ჯერობით არაა ცნობილი თუ როდის ჩავა თასი სევილიაში. თუმცა, ევროპის ჩემპიონატის მთავარი ტროფეი ყველა ქალაქში ჩავა, სადაც თასს ცნობილი ფეხბურთელები დახვდებიან და ქალაქების ყველაზე ცნობილ ადგილებში მიიტანენ. იმ ადგილებში, რომლებიც ჩემპიონატისთვის მომზადებულ სპეციალურ ვიდეო-რგოლშია შესული.  


სპეციალურად ამ ტროფისთვის, ფოლკსვაგენმა  ID.3-ის მოდელის ავტომობილი შექმნა, რომლითაც თასს, ქალაქიდან ქალაქში გადაიტანენ. ტროფეი ამ ავტომობილის თავზე მოთავსებულ შუშის ვიტრინაში იქნება მოთავსებული. გულშემატკივარს, შესაძლებლობა ექნება თასს, ასეთ მდგომარეობაში გადაუღოს ფოტოები და ვიდეოები და ტიკ-ტოკის დახმარებით, საკუთარი ვიდეო-რგოლიც გააკეთოს. TikTok-მა სპეციალურად ამ ტურისთვის, ევრო 2020-ის ვიდეო-ფილტრიც შექმნა, რომელიც ფეხბურთის ქომაგებს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, საკუთარი ემოციების გაზიარებაში დაეხმარება.


ევრო 2020-ის ტროფი ტურის დროს, ღონისძიებაში საფეხბურთო ლეგენდებიც იქნებიან ჩართულები, მათ შორის პეტერ შმეიხელი, ბრაიან ლაუდრუპი, ფლემინგ პოულსენი, ფილიპ ლამი, ვესლი სნეიდერი... თასთან ერთად იმოგზაურებს და შეძლებისდაგვარად ჩემპიონატის სათამაშო ბურთით იჟონგლიორეს, ევრო 2020-ის თილისმა სკილზი.  



ფოტო: @UEFA