
ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებამდე სულ ცოტა დრო რჩება. ოლიმპიადამდე დაგეგმილი საერთაშორისო ტურნირებიც, ნელ-ნელა დასასრულისკენ მიდის. ყაზანის გრან სლემი, რომელიც ხვალიდან, 5 მაისიდან აიღებს სტარტს და 7 მაისამდე გასტანს, IJF-ის ეგიდით გამართული ტურნირებიდან, ზაფხულის ოლიმპიადამდე, ბოლოს წინა ტურნირია. ყაზანის გრან სლემის შემდეგ, მხოლოდ მსოფლიოს ჩემპიონატიღა რჩება. თუმცა, მანამდე, ქართველი ძიუდოისტები, 10 სპორტსმენით, სწორედ, ყაზანში შეეცდებიან 2021 წლის მედლების მონაგარი, კიდევ უფრო გაამდიდრონ.
ყაზანის გრან სლემზე საქართველოს ნაკრები შემდეგი შემადგენლობით გაემგზავრა:
-60კგ - ლუხუმ ჩხვიმიანი,
-66კგ - ბაგრატ ნინიაშვილი,
-73კგ - ნუგზარ ტატალაშვილი, ლუკა კაპანაძე,
-81კგ - ვლადიმერ ახალკაცი,
-90კგ - იმედა გოგოლაძე, ლუკა მაისურაძე,
-100კგ - ონისე სანებლიძე,
+100კგ - საბა ინანეიშვილი,
-52კგ - ტეტიანა ლევიცკა-შუკვანი.
ასპარეზობის პირველ დღეს, ტატამზე სამი ქართველი იასპარეზებს: -66კგ -ში ბაგრატ ნინიაშვილი,- 52კგ -ში ტეტიანა ლევიცკა-შუკვანი და რაც ყველაზე სასიხარულოა ქართული სპორტის გულშემატკივრისთვის, -60კგ-მდე წონითი კატეგორიაა, სადაც ტრავმისა და შემდგომი რეაბილიტაციის შემდეგ, ლუხუმ ჩხვიმიანი ბრუნდება.
5 მაისი: -60კგ, -66კგ, -48კგ, 52კგ, -57კგ,
6 მაისი: -73კგ, -81კგ, -63კგ, -70კგ,
7 მაისი: -90კგ, -100კგ, +100კგ, -78კგ, +78კგ.
ფოტო: @IJF





ჩვენ








