
ევრო 2020-სთვის, უეფა-ს აღმასკომმა გადაწყვიტა, ჩემპიონატში მოასპარეზე ნაკრებებს ნება მისცეს, განცახადში 23-ის ნაცვლად, 26 ფესბურთელი შეიყვანოს. ასეთი გადაწყვეტილება უეფა-მ კორონა ვირუსის სიტუაციიდან გამომდინარე მიიღო და ამით, ნაკრებებს გამოუვალი მდგომარეობიდან გზა შესთავაზა. თუკი, COVID 19-ზე ტესტირების შემდეგ, მოთამაშეებს საკარანტინე ზონებში გადასვლა მოუწევთ, განაცხადში შეყვანილი სამით მეტი ფეხბურთელი, მათ, სრულფასოვანი სასტარტო შემადგენლობის სამატჩო განაცხადის გაკეთების საშუალებას მისცემს.
ტრადიციულად, თითოეულ გუნდს, თამაშის განაცხადში, მაქსიმუმ 23 ფეხბურთელის შეყვანა შეეძლება. მათ შორის, IFAB-ის ნომერი მესამე კანონის შესაბამისად (მთავარ ნაკრებებს უფლება აქვთ 12 სათადარიგო მოთამაშის ყოლის), თითოეულ ნაკრებს, განაცხადში სამი მეკარის შეყვანის უფლება აქვს.
ახალი რეგლამენტით, გუნდები 2021 წლის 1 ივნისამდე გაკეთებული განაცხადის მიუხედავად, პირველ ოფიციალურ მატჩამდე არ შეიზღუდებიან ცვლილებებში, თუკი, მათ მიერ წარდგენილი ფეხბურთელი მიიღებს ტრავმას, ან ავად გახდება.
ავად (მძიმედ ავად) ჩაითვლება პიროვნება, თუკი, ეს უკანასკნელი, კორონა ვირუსის ტესტზე მიიღებს დადებით პასუხს, ანდა თუკი, ახლო კავშირშია კოვიდ ვირუსით ინფიცირებულთან. ასეთი მოთამაშეები, უეფა-ს ნებართვით, ნაკრებებს შეეძლებათ ახლით ჩაანაცვლონ.
ახალი რეგულაცია, ასევე საშუალებას აძლევს გუნდებს თამაშებამდე შეცვალონ მეკარე, თუკი ამ უკანასკნელს პრობლემები შეექმნება. მაშინაც კი, თუ გუნდის განკარგულებაში რჩება ერთი ან ორი მეკარე.
თუმცა, განცახადში შეცვლილ მოთამაშეებს, ჩემპიონატის მსვლელობისას გუნდები უკან ვეღარ დააბრუნებენ.





ჩვენ








