
კოპენჰაგენში, ნარჩენების გადასამუშავებელი ქარხნის სახურავზე, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა ენერგიას აწარმოებს ნარჩენების წვით, გამონაბლოქვს გარდაქმნის ენერგიად და 30 000 ოჯახს უზრუნველყოფს ელექტროენერგიით, 72 000 ოჯახს - გათბობით, არც მეტი, არც ნაკლები, სათხილამურო ტრასაა გაშენებული. ქარხნის თავზე მდებარე სათხილამურო ტრასის სიგრძე 450 მეტრია.
ბიარკე ინგელსი - არქიტექტორი, ბიარკე ინგელს ჯგუფის (BIG) დამფუძნებელი: „როცა იდეა გაგვიჩნდა, რომ სასრიალო ტრასა გაგვეკეთებინა ელექტრო სადგურის სახურავზე, მაშინ ჯერ კიდევ არ ვიყავით ბოლომდე დარწმუნებული, რომ ეს შესაძლებელი იყო. ახლა, ათი წლის მერე აქ ვართ. დანიელებს გვახსოვს, რომ სოჭის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ვერცერთი მედალი ავიღეთ. მგონია რომ ამას შევცვლით, რადგან ახლა უკვე სახლში ვარჯიშიც შეგვიძლია".
ამაგერის ბორცვი (Amager Bakke), იგივე კოპენჰილი თბოელექტროსადგურია, რომელიც ნარჩენებს ენერგიად გარდაქმნის. სწორედ, კოპენჰილის სახურავზეა მოწყობილი ფუტურისტული სასრიალო ტრასა. ეს სადგური, დანიის ამბიციური გეგმის ნაწილია, რომ 2025 წლისთვის ქვეყანამ ნახშირბადის დიოქსიდის ნულოვან ემისიას მიაღწიოს.

კოპენჰილი 2017 წელს გაიხსნა და წელიწადში 400 000 ტონა ნარჩენს გარდაქმნის ენერგიად. ამის გარდა, თბოელექტროსადგური იმაზე მეტ სუფთა წყალს აწარმოებს, ვიდრე იყენებს და მსოფლიოში ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა საწარმოდ მიიჩნევა.
ქარხნის სახურავზე კი, მდებარე 450 მეტრი სიგრძის სათხილამურო ტრასა და 85 მეტრი სიმაღლის საცოცი კედელი 2019 წელს გაიხსნა. ამ კედელით, გამოცდილი ალპინისტებისთვის ვარჯიშობენ.
პატრიკ გუსტავსონი - კოპენჰილის მმართველი დირექტორი: „სასრიალო ტრასის ზედაპირის გაკეთებაზე ტენდერი კომპანია ნევეპლასტმა მოიგო. ეს სინთეტიკური ზედაპირი კარგად მუშაობს, სრიალისას კარგად მანევრირების საშუალებას იძლევა და საუცხოოა სწრაფი დაშვებისთვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ისეთი მასალის პოვნა, რომელიც ყველაზე ახლოსაა თოვლზე სრიალის შეგრძნებასთან".
კრისტიან ინგელსი - კოპენჰილის გენერალური მენეჯერი: „ერთ-ერთი გამოწვევა რომ დანიაში სასრიალო ტრასა გვქონოდა, ჩვენი კლიმატია, წლის განმავლობაში 2-3 დღით თუ გვაქვს თოვლი. ამიტომ დადგა ახალი მასალების ძებნის საჭიროება, რომ თოვლის გარეშე გქვონდეს თხილამურებით ან ბორდით დაშვების შესაძლებლობა. საპროექტო ჯგუფი მსოფლიოს მასშტაბით მოგზაურობდა, ჩინეთიდან ამერიკამდე, რომ შესაბამისი მასალები აღმოგვეჩინა. იტალიური ნევეპლასტი საუკეთეს აღმოჩნდა, რამდენადაც ყველაზე ახლოსაა თოვლზე სრიალის შეგრძნებასთან".
კრისტიან გედინა - იტალიელი მოთხილამურე: „სასრიალო ტრასა ქაალქის შუაგულში, შეიძლება სამომავლოდ იმის მიზეზი გახდეს რომ გვყავდეს მოთხილამურეების ახალი თაობა ურბანული სივრცეებიდან, რომ სპორტის ამ სახეობის განვითარებისთვის არ იყოს მთა აუცილებელი პირობა. სრულიად დარწმუნებული ვარ რომ ამ ხელოვნურ ზედაპირზე სრიალის სწავლის მერე, არავის ექნება პრობლემა თოვლზე".
ნიკოლო ბერტოკი - ნევეპლასტის მმართველი დირექტორი: „ამაყები ვართ, რომ ხანგრძლივი, მძიმე სამუშაოს მერე ახლა კოპენჰაგენის ახალ სასრიალო ტრასაზე ვიმყოფებით და ზუსტად ისე ვსრიალებთ, როგორც ამას დათოვლილ ბილიკებზე ვიზამდით".
იხილეთ, ბმული





ჩვენ








