იძულებითი შესვენება და მომავლის პერსპექტივა - ნუცა გურიელიძე, ქართველი ფეხბურთელი ქალი
იძულებითი შესვენება და მომავლის პერსპექტივა - ნუცა გურიელიძე, ქართველი ფეხბურთელი ქალი
06.05.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი


კარგი და ცუდი ინფორმაცია, თავიდან რომელი გითხრათო? ასე დაიწყო, TSFF.Ge-სა და ქართველი ფეხბურთელი ქალის, ნუცა გურიელიძის მორიგი ონლაინს საუბარი, მას შემდეგ, რაც ნუცამ პირად სოციალურ ქსელში, მისი რუმინული საფეხბურთო კლუბის, „ჰენიუ პრუნდუ ბერგაულუის" წარმატების ამსახველი ფოტო გამოაქვეყნა.


„კარგი ამბავი ისაა, რომ „ჰენიუ", რუმინეთის თასის მეოთხედფინალში ვართ უკვე. ასევე, ჩემპიონატის ფლეი-ოფის თამაშებში, მოგებების სერიით მივდივართ წინ და მეხუთე ადგილიდან მეორეზე დავწინაურდით. საკმაოდ რთული თამაშები მოვიგეთ, რამაც ამ შედეგზე იქონია გავლენა", - ამბობს ნუცა გურიელიძე.


თუმცა, ქართველ ფეხბურთელი ქალი, ბოლო 5 თამაში, რუმინეთის ქალთა ჩემპიონატზე დარჩა მის გუნდს ჩასატარებელი ვეღარ დაეხმარება. გურიელიძე, უახლოეს დღეებში საქართველოში დაბრუნდება და რაღაც პერიოდი ქართველი ექიმების მეთვალყურეობით ტრავმის მოშუშებას შეეცდება. შესაბამისად, იმ შემთხვევაშიც, თუკი ნუცას გამოძახებას, ივნისში, აზერბაიჯანთან ამხანაგური შეხვედრებში სათამაშოდ, რასაც ნაკრების ახალი მწვრთნელები გეგმავდნენ, ამ ეტაპზე, სავარაუდოდ,  შეუძლებელი იქნება.


„ტრავმა, კონკრეტულად თამაშზე ან ვარჯიშზე არ მიმიღია. ნელ-ნელა თამაშით და ვარჯიშებით დამიმძიმდა მდგომარეობა. ეს არი, პერიოსტიტი - ძვლისსაზრდელას ანთებითი დაავადებაა. ჰოდა, ახლა, დასვენება და მკურნალობა არის საჭირო. ვერ ვთამაშობ და ვარჯიშებსაც სრული დატვირთვით ვერ ვასრულებ. ამის გამო, ზეგ ჩამოვდივარ საქართველოში და მანდ გავაგრძელებ მკურნალობას. თან საბუთების საკითხსაც მოვაგვარებ, რადგან ვაპირებ კონტრაქტის გაგრძელებას. ეს უკვე კარგი ამბავია", - ამბობს გურიელიძე.


საქართველოს 19-წლამდე ქალთა და ქალთა ეროვნული ნაკრების მცველი, ნინო (ნუცა) გურიელიძე 2021 წლიდან საფეხბურთო რუმინეთის ქალთა ჩემპიონატში (სამი ლიგიდან უმაღლესში) „ჰენიუ პრუნდუ ბერგაულუისში" მიმდინარე ჩემპიონატის ბოლომდე თამაშობდა ხელშეკრულებით. თუმცა, როგორც ჩანს, ქართველით კმაყოფილები არიან და ტრავმის მოშუშების შემდეგ, ნუცა გურიელიძე, კვლავ რუმინულ კლუბში გააგრძელებს თამაშს.




ფოტო: ჰენიუ