ფიფა-მ აფრიკის კონტინენტის საკვალიფიკაციო ეტაპი გადაავადა
ფიფა-მ აფრიკის კონტინენტის საკვალიფიკაციო ეტაპი გადაავადა
07.05.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი


კორონა ვირუსის პანდემია, კიდევ ერთხელ ჩაერია საფეხბურთო კალენდარში. ამჯერად, ფიფა-მ თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც, აფრიკის კონტინენტზე, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის აფრიკის ზონის შესარჩევ მატჩებს ეხება.


„ფიფა-ს შეუძლია დაადასტუროს, რომ CAF-თან (აფრიკის ფეხბურთის კონფედერაცია) შეთანხმებით და COVID-19 პანდემიიდან გამომდინარე შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, რაც ყველა გუნდისთვის მატჩებისთვის მოთამაშეთა ოპტიმალურ რაოდენობას გულისხმობს, გადაწყვიტა, ფიფა-ს 2022 წლის კატარის მსოფლიო თასის აფრიკის საკვალიფიკაციო თამაშები, რომლებიც 2021 წლის ივნისში უნდა გამართულიყო გადადოს".  


შესაბამისად, სანაკრებო თამაშებმა ამ კონტინენტისთვის 2021 წლის სექტემბერში, ოქტომბერსა და ნოემბერში, ასევე, 2022 წლის მარტში გადაიწია.  


 ფოტო: @FIFA