
დღეს, სოციალურ ქსელში, საქართველოს ძალოსნობის ნაკრების ექიმმა გიორგი ჭინჭარაულმა რამდენიმე ფოტო გაავრცელა, რომლებშიც, ქართველო ძალოსნების გიორგი ასანიძისა და ლაშა ტალახაძის გამარჯვებების უკვდავსაყოფად, საჩხერეში მდებარე მონუმენტია დაზიანებული.
„საჩხერეში ვარ...
გუშინ ფეხით გავიარე დარბაზიდან სასტუმრომდე და გზად "ლაშა ტალახაძის და გიორგი ასანიძის სახელობის სკვერი" -ში მოვხვდი...
მახსოვს, სამიოდე წლის წინ, დიდი ცერემონიალი ჩატარდა, როცა ეს სკვერი გაიხსნა....
ოლიმპიურ მონუმენტთან გავჩერდი და ვნახე, რომ ვარსკვლავები, სადაც ლაშას და გიორგის სახელი ეწერა, ჩამოფხეკილია...
ეს ხომ აქაურმა გააფუჭა?!
ამის გასაფუჭებლად სხვა არ ჩამოვიდოდა...
მე მინდა ამის გამკეთებელს მივმართო... ვინც ასანიძის და ტალახაძის სპორტულ ღვაწლს არ აფასებს, საქართველოს და თუნდაც საჩხერის მიმართ:
"ხელოვნებაა თავად უკვდავება. მხოლოდ ოსტატს ვერ ეწევა სიკვდილი... ათასეული წლები წალეკავენ ირგვლივ ყოველივეს. მხოლოდ სვეტიცხოველი დარჩება, როგორც ღმერთთან და სიკვდილთან მებრძოლი იაკობი".
- ეს შედარებისთვის, თუ ვინ ხარ შენ, ვინც ეს ქენი და ვინ არიან ეს ადამიანები, ვისი სახელების წაშლაც ცადე.
ლაჩარი ხარ ჩემს თვალში!" - ნათქვამია ფოტოებზე გაკეთებული მინაწერში.

როგორც ირკვევა, მონუმენტზე განხორციელებული ვანდალიზმის ეს ფაქტი არ არის ახალი, ძეგლიც კარგა ხანია დაზიანებულია და მის შესახებ (რადგან ეს ფაქტი, ცალსახად, დანაშაულია) იციან, საჩხერის მუნიციპალიტეტშიც.
„შესაძლოა, ფაქტი მავნებლობას არ უკავშირდებოდეს. გვაქვს გეგმაში, განვაახლოთ ეს მემორიალი", - ასეთ კომენტარს უკეთებს ერთ-ერთ მედია-საშუალებას, საჩხერის მუნიციპალიტეტის მერი, ბენიამინ ფალავანდიშვილი.
ჩვენის მხრივ, იმედს ვიტოვებთ, რომ ადგილობრივი მთავრობა, მონუმენტის რეაბილიტაციას ზაფხულის ოლიმპიური თამაშებამდე დაასრულებს. ძალოვანი სტრუქტურები კი, მომხდარს გამოიძიებენ.






ჩვენ








