დიდი გამარჯვებიდან 40 წელი გავიდა!
დიდი გამარჯვებიდან 40 წელი გავიდა!
13.05.2021
ავტორი: დინამო თბილისი

ქართული სპორტისა და "დინამო თბილისის" ისტორიაში, 1981 წლის 13 მაისი, განსაკუთრებული თარიღია. დინამოელები ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ. დიუსელდორფის ფინალურ მატჩში "კარლ ცეისთან" 2-1 გამარჯვების შემდეგ, დინამოელები უეფა-ს თასების მფლობელთა თასს დაეუფლნენ. ტროფეი ჩვენი გუნდის კაპიტანმა ალექსანდრე ჩივაძემ უეფა-ს პრეზიდენტისგან, არტემიო ფრანკისგან ჩაიბარა. დიდი გამარჯვების დღიდან 40 წელი შესრულდა



დიუსელდორფი, რაინშტადიონი - დინამო 2:1 კარლ ცაისი


გოლები: 0-1 ჰოპე 63' 1-1 გუცაევი 67' 2-1 დარასელია 87'

მსაჯები: რიკარდო ლატანცი, ლუიჯი ანოლინი, პაოლო ბერგამო (იტალია)

უეფას კომისარი: დოქტორ იირა (ჩეხოსლოვაკია)

დინამო: გაბელია, კოსტავა, ჩივაძე ©, ხიზანიშვილი, თავაძე, დარასელია, სვანაძე (კაკილაშვილი 68), სულაქველიძე, გუცაევი, ყიფიანი, შენგელია

მწვრთნელი: ნოდარ ახალკაცი


კარლ ცაისი: გრაპენტინი, ბრაუერი, ჰოპე (ოევერმანი 88), შილინგი, კურბივაიტი ©, შნუპჰაზე, კრაუზე, ლინდემანი, ბილაუ (ტიოპფერი 76), რააბი, ფოგელი

მწვრთნელი: ჰანს მაიერი


#13მაისი81 #ესდინამოა #FCDT