
„დინამოების" ბათუმური დერბიდან რამდენიმე დღეში, ორივე „დინამომ" მე-13 ტურის შეხვედრები მოიგო და ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილში, სტატუს-კვოც შენარჩუნდა.
***
ორ დღეზე გადანაწილებული ტური, თელავში, რაგბი არენაზე დაიწყო. ადგილობრივმა „თელავმა", რომელიც მშობლიურ მოედანზე იშვიათად კარგავს ქულებს, მშრალი ანგარიშით 0-4 წააგო. მოგეხსენებათ, ორივე გუნდში, სამწვრთნელო შტაბში ცვლილებები მოხდა, თუმცა როგორც ჩანს ქუთაისელები, უფრო მარტივად ახერხებენ კონკრეტული კრიზისიდან გამოსვლას და მე-13 ტურში, პირველი თამაშის მოგებას ახერხებენ. ანგარიში, თელავში, ირაკლი ძარიას გოლით გაიხსნა, 27-ე წუთზე. ტაიმის მიწურულს, 41-ე წუთზე, დმიტრი რეკიშმა ანგარიში ორამდე გაზარდა, უკვე, მეორე ტაიმში კი, ტორპედოელებმა კიდევ ორი გოლი გაიტანეს, მე-60 წუთზე, ოთარ კვერნაძემ და 88-ე წუთზე, ალიკო ჩაკვეტაძემ.
***
ტურის პირველი საასპარეზო დღის მეორე მატჩი, გორში გაიმართა. ყველასთვის მოულოდნელად, გორის „დილამ" რომელიც მიმდინარე გათამაშებაში ფავორიტთა შორის არის, წყალტუბოს სამგურალთან 1-2 წააგო. სოსო ფრუიძის გუნდმა, ანგარიში სწრაფი გოლით გახსნა. გოლი, მე-4 წუთზე, დათო კირკიტაძემ გაიტანა. 67-ე წუთზე კი, ილია ახვლედიანმა ანგარიში ორამდე გაზარდა. გორელთა ყველა მცდელობის მიუხედავად, განსაკუთრებით პირველ ტაიმში, როდესაც მასპინძლები სათამაშო უპირატესობასაც ფლობდნენ და უტევდნენ კიდეც, ამ დღეს, მაქსიმე ქვილითაიას კარი, მხოლოდ ერთხელ მოახერხა „დილამ" აეღო. გორელთაგან ერთად-ერთი გოლი ეტოუს ანგარიშზეა.
***
უიღბლოდ დაიწყო მეორე საასპარეზო დღის მატჩი, სამტრედიაში, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე ადგილობრივი „სამტრედიისთვის". ბათუმის „დინამოსთან" მატჩში, გია ცეცაძეს, ცენტრალური მცველების იძულებითი ჩანაცვლება მოუხდა, კაბა სამბუ, კრისტიან ვიერიამ ჩაანაცვლა. 28-ე წუთზე, გიორგი ფანცულაიასთან უხეში თამაშისთვის, არსენ ნონიკაშვილმა, მასპინძლებს შალვა ნადირაძე გაუძევა. 34-ე წუთზე კი, 10-კაციანი „სამტრედიას" კარში, ბათუმის „დინამოს" მაისურით, სადებიუტო გოლი გაიტანა. პირველი ტაიმის მესამე დამატებულ წუთზე კი, სამტრედიელებს გიორგი ფანცულაიამ გაუტანა და ბათუმელებიც, შესვენებაზე ორბურთიანი უპირატესობით გავიდნენ. პირველი ტაიმის მსგავსად ჩატარდა მეორე ტაიმიც, თუმცა, მატჩის ამ მონაკვეთში, გოლები აღარ გასულა და აღარ წითელი მიუციათ მსაჯებს ფეხბურთელებისთვის. ბათუმის „დინამომ" 0-2 მოიგო.
***
მოუგებელი სერიის შემდეგ, პირველი თამაში მოიგო თბილისის „ლოკომოტივმა". ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე, ბათუმური „შხაპის" შემდეგ, ქობულეთის „შუქურა" კლუბის ხელმძღვანელობისგან მიღებულ დავალებას, მოიგოს, რადაც არ უნდა დაუჯდეს ყველა თამაში, ვეღარ ახერხებს. ყოველ შემთხვევაში, მე-13 ტურის მატჩი, რომელიც ნაკლებად სანახაობრივი, საიდანაც პირველი ტაიმი უფრო ყურებადი იყო და გუნდებიც რამდენჯერმე ახლოს იყვნენ ანგარიშის გახსნასათან, მასჯის მიერ კომპენსირებული დროში, იმრანის გოლმა გადაწყვიტა. „ლოკომ" 0-1 მოიგო და საჭირო 3 ქულა ჩაიწერა აქტივში.
***
სრულიად განსხვავებული იყო, მე-13 ტურის მეორე საასპარეზო დღის ბოლო მატჩი. დედაქალაქური დერბი, მიხელს მესხზე, „საბურთალოსა" და „დინამო თბილისს" შორის მოქმედი ჩემპიონის შეტევებით დაწყო. აქვე, უნდა აღინიშნოს, რომ თუ არ ჩავთვლით მეორე ტაიმის 20-წუთიან მონაკვეთს, შეხვედრას სრულიად აკონტროლებდნენ სტუმრები. თბილისელთა შორის, ალბათ, თორნიკე ახვლედიანს გამოვყოფდით, რომლის ერთ-ერთ აქტიურობას გოლიც მოჰყვა. ამ შეხვედრაში აღნიშვნის ღირსია როინ კვასხვაძეც, რომელმაც რამდენჯერმე, საკუთარი კარი აშკარა გოლისგან იხსნა. დინამოელთა სერბმა კი, „საბურთალოს" წლის მეორე შეხვედრაშიც ორი გოლი გაუტანა. ამ ტურის შემდგე, მარუშიჩს 7 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირთა დავაში ლიდერია. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი, შეცვლაზე შემოსულმა გიორგი გაბედავამ, მიმდინარე სეზონში მეხუთე გოლი გაიტანა. „დინამო თბილისმა" კი, მატჩი 0-4 მოიგო.
***
სატურნირო ცხრილი
მომდევნო ტურის კალენდარი





ჩვენ








