
უეფა-მ საბოლოოდ გადაწყვიტა და ჩემპიონთა ლიგის 2020-2021 წლების სეზონის ფინალური მატჩი, რომელიც სტამბულში, 29 მაისს უნდა ჩატარებულიყო, პორტულაგლიაში გადაიტანა. შესაბამისად, შეხვედრა პორტუში, „დრაგაუს" სტადიონზე ჩატარდება. სტამბულიდან, პორტოში თამაშის გადატანის მიზეზი, ისევე როგორც ერთი წლით ადრე, ამავე „ათათურქის" სტადიონიდან გადატანილი ლიგის ფინალი, კორონა ვირუსის პანდემია და მასთან დაკავშირებილი შეზღუდვებია.
ალბათ, სტამბული არ დაკარგავდა მასპინძელი ქალაქის სტატუსს, უეფა-ს ჩემპიონათა ლიგის ფინალში, ინგლისური კლუბები, რომ არ გასულიყვნენ. თუმცა, ინგლისს, თურქეთი, კოვიდ სიტუაციიდან გამომდინარე წითელი ზონის ქვეყნების ჩამონათვალში ჰყავს შეყვანილი და შესაბამისად, „ინგლისურ ფინალზეც" გულშემატკივრის მგზავრობა, დასწრება და შემდეგ სამშობლოში დაბრუნება დიდ რისკად შეფასდა.
უეფა-ს ვებ-გვერდის ინფორმაციით, ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის მცდელობების მიუხედავად, რომ ლიგის ფინალი ინგლისში ჩატარებულიყო, არ დასთანხმდა და ფინალის მონაწილე გუნდებს, მათთვის სასურველი ქვეყანა მოუძებნა. ინგლისელებსაც სხვა გზა აღარ ჰქონდათ და მათსავით მწვანე ზონაში მყოფ პორტუგალიის ვარიანტს დასთანხმდნენ. შესაბამისად, მატჩზე ჩასულ ქომაგებსაც კარანტინის გავლა აღარ მოუწევთ.
ამ ეტაპზე არაა ცნობილი, თუ კონკრეტულად რამდენი მაყურებელი დაესწრება ფინალს. ამის შესახებ, ოფიციალურად პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციასთან გამართული კონსულტაციების შემდეგ გახდება ცნობილი. სტადიონის ტევადობა, რომელიც 2003 წლის 18 ნოემბერს გაიხსნა, 50035 გულშემატკივარზეა გათვლილი. შესაბამისად, უეფა-ს მიერ დადგენილი კვოტებით, ვგულისხმობთ, სტადიონის ტევადობის 30%, ფინალზე 15000-ზე ოდნავ მეტი ქომაგის შეშვებაა შესაძლებელი. თუმცა, ცნობილია, რომ ფინალისტი „დრაგაუზე", მანჩესტერ სითის" და „ჩესლისის" 6000-6000 გულშემატკივარი დაესწრება. აქედან გამომდინარე, ნეიტრალური ქომაგისთვის, ამ მოცემულობით საკმაოდ მცირე რჩება. ასევე, უეფა-ს ოფიციალური გვერდი იტყობინება, რომ მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა, ნეიტრალური ქომაგისთვის, 24 მაისიდან დაიწყება.
ფოტო: @UEFA





ჩვენ








