ოთხიდან ერთი „პერიოდი“ უკვე შერმოსია!
ოთხიდან ერთი „პერიოდი“ უკვე შერმოსია!
14.05.2021
ავტორი: თამარ აბულაძე


დღეს, იყო ბოლო ვადა, როდესაც გულშემატკივარს, მათ შორის საქართველოდან შეეძლო ხმა მიეცა ესპანეთში მოთამაშე გიორგი შერმადინისთვის, რომელიც MVP Movistar -ის ტუტულის მოსაგებად იბრძვილს.


გულშემატკივართა გამოკითხვა Instagram-ზე, Tweeter-ზე და ესპანური ლიგის აპლიკაცია ACB.COM-ზე მიმდინარეობდა, ჩვენებური კი, ამ გამოკითხვას, პირველი დღეებიდან,  დიდი უპირატესობით ლიდერობდა. დღეს, 14 მაისს, ოფიციალურად, გულშემატკივართა გამოკითვხა დაიხურა, გიორგი შერმადინმა კი, უშუალო მდევარს, „რეალის" ცენტრს, ედი დავარესს, 7181 ხმით აჯობა.


ახლა, „ლენოვო ტენერიფეს" ქართველ ცენტრს, რომელმაც MVP Movistar-ის ტიტულისთვის, გულშემატკივართა ხმების 25% აიღო და შესავამისად, საბოლოო გამარჯვებისთვის გზის ¼ გაიარა, მწვრთნელების, მოთამაშეებისა და ჟურნალისტების მხარდაჭერის მოლოდინშია.


გამოკითხვის საბოლოო შედეგები, უახსლოეს დღეებში გაირკვევა. ჩვენ კი, შეგახსენებთ, რომ  ესპანური ლიგის ერთპიროვნული ლიდერი, ამ მომენტისთის, ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებში, სწორედ,  გიორგი შერმადინია. თუმცა, სეზონის MVP-ი, სწორედ მიმდინარე გამოკითხვის შემდეგ დასახელდება.


ფოტო: © CB Canarias