
ეროვნული ლიგის გათამაშებებს შორის, საახალწლო შესვენების დროს, „დინამო თბილისის" კიდევ ერთმა ფეხბურთელმა, გიორგი თევზაძემ „მედიქლაბის" მომსხურებით ისარგებლა. ფეხბურთელს, ტრავმის შემდგომ სახსარში არსებული ძვლოვანი ფრაგმენტები ამოუღეს.
„როგორც მითხრეს, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. კოჭ-წვივის ოპერაცია გავიკეთე და სავარაუდოდ, 10 დღეში, დავიწყებ რეაბილიტაციას. კლინიკიდან კი, ხვალ გამწერენ" - ამბობს გიორგი თევზაძე.
ექიმების თქმით, დინამოელთა 21 წლის მცველი, რეაბილიტაციის პროცესს, კლინიკიდან გაწერისთანავე დაიწყეს. ამის შემდეგ, ფეხბურთელი, საწყისს ეტაპზე ინდივიდუალურ ვარჯიშს დაიწყებს. გიორგი თევზაძემ, ტრავმა, ეროვნული ლიგის გათამაშების 29-ე ტურში, ბათუმში, ადგილობრივ „დინამოსთან", შეხვედრის სტარტზევე მიიღო და მთელი დარჩენილი სეზონი გაუცდა. რამდენად სწრაფად მოახერხებს გიორგი თევზაძე სრულ რეაბილიტაციას, მისი „ლაინაფში" დაბრუნებაც ამ გარემოებაზეა დამოკიდებული. ფეხბურთელსა და „დინამოს" შორის კონტრაქტის ვადა, 2018 წლის მაისის ბოლოს იწურება.
შეგახსენებთ, რომ საფეხბურთო კლუბი „დინამო თბილისი" საწვრთნელ შეკრებებს ოფიციალურად, 2018 წლის, 8-10 იანვიდან განაახლებს. მანამდე კი, ეროვნული ლიგის სეზონის დასრულების შემდეგ, ფეხბურთელებს ინდივიდუალური წვრთნის გრაფიკით უწევთ ფორმის შენარჩუნება.






ჩვენ








