ვილი სანიოლის მორიგი სანაკრებო ფანჯარა და ნაკრებში გამოძახებული მორიგი დებიუტანტი
ვილი სანიოლის მორიგი სანაკრებო ფანჯარა და ნაკრებში გამოძახებული მორიგი დებიუტანტი
18.05.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლიმ ივნისის სანაკრებო ფანჯრისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. ეროვნული ლიგის მე-10 ტურში, წყალტუბოში, 26 მაისის სახელობის სტადიონზე, „დინამო თბილისის" კარში გატანილი გოლის ავტორს, 22 წლის სერგი კუხიანიძეს, შრომაც დაუფასდა და მატჩის რეპორტაჟის დროს გოლის აღნიშვნისას გზავნილი მესიჯი „დამინახეთ" და ის დაინახეს. კუხიანიძე ამხანაგური მატჩების დროს, ეროვნულთან ერთად იქნება. სამაგიეროდ, ნაკრებში არ იქნებიან ახალგაზრდული ნაკრების ბირთვი, თბილისური „დინამოს" ფეხბურთელები და ტრავმის გამო, არ იქნება არც ნაკრების კაპიტანი, ჯაბა კანკავა.


სანიოლი გუნდი, რომელიც საწვრთნელ შეკრებას 24 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით, თბილისში გაივლის, ორი ამხანაგური მატჩის გასამართად, ჯერ, 2 ივნისს რუმინეთში გაემგზავრება და ქალაქი პლოიეშტში შეხვდება ადგილობრივ ნაკრებს, შემდეგ კი, 6 ივნისს უკვე ნიდერლანდებში,  ქალაქ ენსხედეში, ქართველი ფეხბურთელები ნიდერლანდების ეროვნულ ნაკრებს, პირველად დაუპირისპირდებიან.


საქართველოს ნაკრების შემადგენლობა კი, ამ შეკრებაზე ასე გამოიყურება:


მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი),ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი მამარდაშვილი (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო).


მცველები: გურამ კაშია (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე, ესპანეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გურამ გიორბელიძე (ვოლფსბერგი, ავსტრია), სოლომონ კვერკველია (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ირაკლი აზაროვი (დინამო, ბათუმი, საქართველო).


ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), გიორგი აბურჯანია (კარტახენა, ესპანეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, ანკარა, თურქეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ვაკო გვილია (ლეგია, ვარშავა, პოლონეთი), ზურიკო დავითაშვილი (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ვაკო ყაზაიშვილი (ულსან ჰიუნდაი, სამხრეთ კორეა), ლევან შენგელია (კონიასპორი, კონია, თურქეთი).


თავდამსხმელები: თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია), სერგო კუხიანიძე (სამგურალი, წყალტუბო, საქართველო), ბუდუ ზივზივაძე (ფეჰერვარი, სეკეშფეჰერვარი, უნგრეთი).


ამხანაგური მატჩების რეპორტაჟს, საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგთავაზებთ.