შანსი ყველას, მიზანი -სექტემბრის თამაშები!
შანსი ყველას, მიზანი -სექტემბრის თამაშები!
19.05.2021
ავტორი: სოფო ერქვანია / თამარ ჯიშკარიანი


ვილი სანიოლიმ ტრადიცია არ დაარღვია და მორიგი სანაკრებო ფანჯრის დაწყებამდე, უფრო ზუსტად, მას შემდეგ რაც გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა, „შერატონში" ქართული მედიის წარმომადგენლებს შეხვდა.


„შესარჩევი ეტაპის საწყის სამ შეხვედრაში შესაძლებელი იყო მეტი ქულის მოპოვება, თუმცა, ამ თამაშებიდან დავინახეთ, რომ წინ კიდევ ბევრი ნაბიჯი გვაქვს გადასდგმელი. თუმცა,  იმ შედეგისგან, რაც გვინდა, რომ მივიღოთ, შორს არ ვართ. მუშაობა უნდა გავაგრძელოთ გუნდურად, ყველამ ერთად. კმაყოფილი ვარ, თამაშის ხარისხით, რომელიც მარტში ვაჩვენეთ და გამოჩნდა, რომ შეგვიძლია ნებისმიერ მეტოქესთან თამაში", - ამბობს სანიოლო.


საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვერთნელი, ჩვენი ნაკრების ყველა სხვა დროის უცხოელი მწვრთნელებისგან განსხვავებით, თბილისში იცხორვებს. სანილისა და მისი თანაშემწის ეს გადაწყვეტიელბა, დღეს გამართულ შეხვედრაზე, სანიოლიმ იმით ახსნა, რომ უკეთ უნდა გაიცნოს, ქვეყანა, კულტურა და ალბათ, ქართული გუნება-განწყობა, რის შესახებაც ბუნებრივია, ვილის, მედიისთვის არაფერი უთქვამს, თუმცა, ამ უკანასკნელის ცოდნის გარეშე, ნებისმიერ შედეგზე ლაპარაკი, პირადად ჩვენ, ზედმეტად მიგვაჩნია.


„საქართველოს ეროვნულ ლიგაზე მაქვს ჩემი აზრი, მაგრამ ამ ფორმატში საუბარი ძნელია. მე მზად ვარ, ფეხბურთელებთან და მწვრთნელებთან, კლუბებში მომუშავე ხალხთან დიალოგისთვის და ვფიქრობ, ეს შესაძლებელი იქნება. თანამედროვე ფეხბურთში ფიტნესი და ფიზიკური მომზადება მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, მომდევნო წლებში, ამ მხრივ ვითარება უკეთესობისკენ შეიძლება შეიცვალოს. მზად ვარ, დავეხმარო მათ, გავიაროთ კონსულტაციები და პრობლემებიც, გარკვეულწილად მოგვარდეს", - ამბობს სანიოლი.


ნაკრების მწვრთნელს, მოსწონს ბათუმის ახალი სტადიონი და იქაური ატმოსფეროც. თუმცა, აღნიშნავს, რომ რომ „დიდსა და პატარა სტადიონებს შორის სხვაობაა, მაგრამ, მთავარი მაინც ქომაგების მხარდაჭერააო". ეროვნული ნაკრების მთავარი მწვერთნელი, დაწრმუნებულია, რომ კოსოვოსთან მატჩის დროს, ბათუმი არენაზე, განსაკუთრებული გარემო იქნება. თუმცა, ახლა ყურადღება რუმინეთთან და ნიდერლადებთან გასამართ ამხანაგურ თამაშებზე მაქვს გადატანილიო.


რატომ დაუხაძა კუხიანიძე...


სერგო კუხიანიძე? ნამდვილად განსხვავდება იმ მოთამაშეებისგან, რომლებიც ამ პოზიციაზე განიხილებიან. გამოვიძახეთ, რათა დავინახოთ, რაში შეიძლება მოუმატოს და მივცეთ შანსი. არ აქვს მნიშვნელობა 3-4 წლის წინ ვინ როგორ თამაშობდა, მთავარია, დღევანდელი დღე და მზად ვარ, ნაკრებში შანსი ყველას მივცე, ვინც იმსახურებს. საქართველოს ნაკრების კარი ყველასთვის ღიაა.


სად არის ქვილითაია...


რაც შეეხება გიორგი ქვილითაიას, მას კარგი უნარები და რესურსი აქვს, მაგრამ ზოგადად, ნაკრებში ფეხბურთელი 100%-ით მზად უნდა ჩამოდიოდეს და ბოლომდე იხარჯებოდეს. ვფიქრობ, რომ მან ეს წინა შეკრებაზე გააკეთა, მაგრამ ფიზიკურად არ იყო იდეალურ ფორმაში. თანამედროვე ფეხბურთში კი, ფიზიკური კონდიციების გარეშე თამაში ძნელია. ამ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობას მე ვიღებ, ვფიქრობ, რომ ყველა ფეხბურთელი ბოლომდე უნდა დაიხარჯოს და ეს, ძალიან კარგია კონკურენციისთვის.


ტრავმირებულები და მორჩენილები...


ხვიჩა კვარაცხელიას საინტერესო სეზონი ჰქონდა. რამდენიმე მატჩი ტრავმის გამო გაუცდა, მაგრამ სერიოზული დაზიანება არ იყო და სანაკრებო მატჩებისთვის, ჩვენთან ერთად სრული დატვირთვით მოემზადება. გიორგი ჩაკვეტაძესთან დაკავშირებით განსხვვებული სიტუაციაა, მას მძიმე ტრავმა ჰქონდა და მნიშვნელოვანია, რომ ბოლომდე გამოჯანმრთელდეს, სარებილიტაციო კურსი დაასრულოს და შემდეგ აუცილებლად იქნება ჩვენთან ერთად. კანკავას მცირე ტრავმა აქვს და არ გვსურდა გაგვერისკა, რადგან სექტემბრის თამაშებში აუცილებლად გვჭირდება. მის არყოფნაში გუნდის კაპიტანი გურამ კაშია იქნება, რადგან მარტში დავინახე, რომ გუნდს ორი ძალიან კარგი ლიდერ ჰყავს ჯაბას ადა გურამის სახით. თუმცა, ამ ეტაპზე, არ ვიცი, ითამაშებს თუ არა, კაშია ორივე ამხანაგურ შეხვედრაში.


ვის აკვირდებიან და ვინ, რა მიზეზით არ არის...


გიორგი ქოჩორაშვილი არის ჩვენს თვალთახედვის არეში, ვაკვირდებით, კარგ ლიგაშია, მაგრამ მცირე სათამაშო დრო აქვს. „ლევანტეს" მეორე გუნდსა და ეროვნულ ნაკრებს შორის კი, დიდი სხვაობაა. იმედია, უფრო მეტ სათამაშო დროს მიიღებს. მას, აქვს ამის პოტენციალი, ნიჭიერი ფეხბურთელია და მასაც მიეცემა შანსი. ვნახე, ლადო მამუჩაშვილის თამაშებიც, ნამდვილად საინტერესო ფეხბურთელია ახალგაზრდა, მაგრამ ვფიქრობ, ამ ეტაპზე მისთვის ნაკრებში გამოძახება ნაადრევი იქნებოდა. გიორგი ბერიძემ მარტში ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა, უბრალოდ, ახლა მსურდა, ამხანაგურ მატჩებში სხვა ფეხბურთელები მენახა და მხოლოდ, ამიტომ არ გამოვიძახე. ის კარგი ფეხბურთელია და შეგვიძლია მომავალში მისი იმედი გვქონდეს. გია გრიგალავა, უკმაყოფილო იყო, რომ ესპანეთთან ძირითად შემადგენლობაში ვერ მოხვდა.  მატჩის შემდეგ ვისაუბრეთ. ამიტომ, აღარ იყო ჩვენთან საბერძნეთში. მიმაჩნია, რომ ყველასთვის მთავარი გუნდირ ინტერესი უნდა იყოს.


ლორიას სხვები ჩაანაცვლებენ...


გიორგი მაკარიძე იმიტიმ არ არის, რომ მას და კლუბს დიდი გამოწვევა აქვთ, პლეი-ოფში უნდა ითამაშონ და ახლა, ამაზეა კონცენტრირებული. ამიტომ, ამხანაგური მატჩებისთვის არ გამოვიძახეთ. ძალიან კარგი მეკარეა კუპატაძე, საინტერესო და თავდაჯერებული. მას აქამდე არ უთამაშია, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ის რუმინეთთან ითამაშებს, ხოლო მეორე თამაშში ლორია და ან მამარდაშვილი იდგება კარში. ნაკრებში დამატებითი სია არ გვაქვს, ყველა ფეხბურთელი გვაინტერესებს, ვინც თავს გამოიჩენს და შეუძლია ნაკრებში თამაში. თუმცა, ერთ-ერთი კრიტერიუმია ასაკი, რადგან ნაადრევ ასაკში, როდესაც ფეხბურთელი მზად არ არის ნაკრებისთვის, გამოძახება ხშირად უარყოფითად აისახება მოთამაშეზე და განვითარებაში ხელს უშლის.


მიზანი...


მომდევნო მატჩებში შედეგიც მნიშვნელოვანი იქნება, მაგრამ მთავარი სექტემბრის შეხვედრებისთვის მომზადებაა, რადგან გვინდა ჯგუფში უფრო მეტი ქულა გვქონდეს და ვფიქრობ, ამის შესაძლებლობა გაგვაჩნია. ფეხბურთელებმა, მარტში კარგად წარმოაჩინეს საკუთარი ქვეყანა. ახლა არ მსურს ტაქტიკაზე საუბარი, თუმცა შანსი იმ ფეხბურთელებს მიეცემათ, რომელთაც ამის შესაძლებლობა მარტში არ ჰქონიათ, მაგალითად, კუხიანიძეს, დავითაშვილს. ივნისი, არ არის იდეალური სათამაშოდ, რადგან ყველა ფეხბურთელს დამღლელი სეზონი ჰქონდა, მაგრამ ჩვენი მთავარი მიზანი ახლა, სექტემბრის მატჩებისთვის კარგად მომზადებაა.


***


ვილი სანიოლიმ, მოახლოებული სანაკრებო თამაშებისთვის, ნაკრების ნაკრების შემადგენლობა, 18 მაისს დაასახელა. ჩვენი ნაკრები საწვრთნელ შეკრებას 24 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით, თბილისში გაივლის და შემდეგ, ჯერ რუმინეთში, შემდეგ კი, ნიდერლანდებში გაემგზავრენა.


შესაბამისად ჩვენი გუნდი ივნისის ორ შეხვედრას, შემდეგი გრაფიკიკით გამართავს:


2 ივნისი / 22:45 / რუმინეთი - საქართველო

6 ივნისი / 20:00 / ნიდერლანდები - საქართველო