„თელასი“ ფუტსალის ლიგის ერთპიროვნული ლიდერია
„თელასი“ ფუტსალის ლიგის ერთპიროვნული ლიდერია
16.12.2017
ავტორი:

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, 15 დეკემბერს, საქართველოს ფუტსალის ლიგის IV ტურის შეხვედრები გაიმართება.

პირველი მატჩი 15:00 სთ-ზე დაიწყო და ერთმანეთს „აფხაზეთი" და „წყალტუბო" დაუპირისპირდნენ. პირველი გოლი   „წყალტუბოს"  ფეხბურთელმა  ოთარ  ბერეჩიკიძემ   გაიტანა. მატჩის  მეორე  ნახევარში   „აფხაზეთმა",    ძალების  მობილიზება  და  ანგარიშის  გათანაბრება  შეძლო. თუმცა,  შეხვედრის  29-ე  წუთზე  თამაზ  გოგსაძემ  გამარჯვების  გოლი  გატანა და ამ მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. შეხვედრა  „წყალტუბოს"  გამარჯვებით  2-1  დასრულდა. ამ მოგებით, „წყალტუბომ", ლიგაზე, სადებიუტო გამარჯვება  მოიპოვა.

„წინა მატჩებთან შედარებით, დავალაგეთ თამაში. „წყალტუბო", საქართველოს ჩემპიონატის დებიუტანტია და გუნდი, ჯერ კიდევ  ჩამოყალიბების პროცესშია. თუმცა, ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს და ღირსეულადმმოვიგეთ", - ამბობს გიორგი თევზაძე, „წყალტუბოს" ფეხბურთელი.

***

17:00-ზე, ოლიმპიურ სასახლეში, პრინციპული და უშუალო კონკურენტების თამაში დაიწყო. „თბილისმა", რომელმაც, წინა ტურში მარცხი განიცადა, დღეს, „ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის" გუნდი 7-4 დაამარცხა.

„მეკარის  გარეშე  ვითამაშეთ. ძალიან დაძაბული თამაში გამოვიდა. ახალი გუნდი ვართ, ახალი შეკრებილები. ამიტომ, ყველანაირად ვეცადეთ, ყველაფერი გავიღეთ იმისთვის, რომ ეს შეხვედრა მოგვეგო. მინდა, დიდი მადლობა  გადავუხადო ჩემი გუნდის მოთამაშეებს. მოწინააღმდეგე  გუნდი  ბათუმიდან  ჩამოვიდა,  ცოტა  გადაღლილები  იყვნენ,  შეხვედრის  ბოლოს  ძალები  არ  ეყოთ  და  გამარჯვება  ჩვენ  მოვიპოვეთ. პირველ  ნახევარში  კი არაფერი  დაგვითმეს. ძალიან  დიდი  მადლობა  მინდა  ვუთხრა  მეტოქეს  ღირსეული  თამაშისთვის", - ამბობს, გიორგი კვანტალიანი. 

***

მომდევნო მატჩში, „კოლხი", „აგორას" შეხვდა. ამ თამაშს, გუნდები განსხვავებული განწყობით  შეხვდნენ. „კოლხი" მეორე ტურია, ირანელი ლეგიონერით არის გაძლიერებული. „აგორას" კი, გასაკუთრებით, მეორე ტაიმში უჭირს. ამ დღესაც, დაპირისპირება დაძაბული გამოდგა და ფრედ 4-4 დასრულდა. „აგორამ"  ქულის  გადარჩენა, მატჩის დასრულებამდე, რამდენიმე  წამით  ადრე  შესძლო.

„დაძაბული შეხვედრა  იყო. მეტოქეს, არაორდინალური ტაქტიკა  შევთავაზეთ, რამაც  შედეგი  გამოიღო და  წინ გავედით, მაგრამ  „აგორა", გამოცდილი  გუნდია და  გამოცდილებამ ალბათ, თავისი გააკეთა. ბოლო წუთზე, გოლო გაგვიტანეს. ვფიქრობ, ეს ქულა მონაპოვარი  იყო და არა, ორი ქულის  დანაკარგი"- ამბობს გიორგი ნადირაძე, „კოლხის" ფეხბურთელი.

„როგორც ველოდით,  დაძაბული  შეხვედრა იყო. ძალიან კარგი მეტოქე გვყავდა „კოლხის"  სახით. როდესაც შეხვედრაში, ძალების მობილიზებას მოახერხებ და ორბურთიან  უპირატესობას  გაათანაბრებ,  შედეგით, კმაყოფილი უნდა იყო. უკეთესად მოვემზადებით შემდეგი თამაშებისთვის და ვეცდბით, უკეთესი თამაში ვაჩვენოთ", -ამბობს, დავით  ბობოხიძე, „აგორას" ფეხბურთელი.

***

ბოლო, ცენტრალური მატჩში, ოლიმპიურ სასახლეში, მოქმედი ჩემპიონი „თელასი", ვიცე-ჩემპიონს „ტატიშვილს" დაუპირისპირდა. სამი ტურის შემდეგ, ორივე გუნდი უდანაკარგოდ ასპარეზობდა. მედიკოსები, მხოლოდ ბურთების უკეთესი სხვაობით იყვნენ სატურნირო ცხრილში ლიდერის პოზიციაზე. ამიტომ, სწორედ, ამ მატჩზე იყო დამოკიდებული, ტურნირს ერთპიროვნულად ვინმე ჩაუდგებოდა სათავეში, თუ არა.

„ტატიშვილმა", პირველი ნახევრის  განმავლობაში კი მოიპოვა უპირატესობა, მაგრამ მეორე  ნახევრიდან „თელასმა", ჯერ ძალების მობილიზება და ანგარიშის გათანაბრება, შემდეგ კი, წინ გასვლა მოახერხა. ამას, ისიც დაემატა, რომ „ტატიშვილმა" ორი 10-მეტრიანი ვერ გამოიყენა. საბოლოოდ, მატჩში, 3-1 დაფიქსირდა, „თელასის" სასარგებლოდ.

„დაძაბული  თამაში  იყო,  გაგვიმართლა და მოვიგეთ. თავიდან, კი ვაგებდით 1-0 თუმცა,  მოვახერხეთ  მატჩის ბედის  ჩვენს  სასიკეთოთ გადარჩენა. ჯერ, მთელი ჩემპიონატი წინ არის.   მოწინააღმდეგე გუნდს, ვუსურვებ  წარმატებას", - ამბობს ალექსანდრე  ჯამბურია, „თელასის" ფეხბურთელი.

 „ძალიან  კარგი მატჩი  გამოვიდა. ვულოცავ „თელასს" გამარჯვებას.  კარგი შეხვედრა  მოიგეს,  გამოვყოფდი მეკარის კარგ თამაშს მოწინააღმდეგე გუნდიდან. მოქმედი ჩემპიონია „თელასი", ძლიერი გუნდია. იმედია, მომდევნო მატჩებში, გამოვიყენებთ იმ მომენტებს, რისი მსგავსიც, დღეს ვერ შევძელით", - ამბობს, ვახტანგ ჯვარაშვილი, „ტატიშვილის" ფეხბურთელი.

***

მომედვნო მატჩები საქართველოს ფუტსალის ლიგაზე 19 დეკემბერს გაიმართება. ქუთაისში, „წყალტუბო" „ტატიშვილს" უმასპინძლებს. 22-23 დეკემებრს კი თბილისში, მორიგი შეხვედრები ჩატარდება. ამის შემდეგ, ფუტსალის ლიგაზე საახალწლო არდადეგები 26 იანვრამდე გამოცხადდება.