
დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გათამაშებაში დარჩენილ 8 გუნდს, შემოდგომამდე საკმაოდ დიდი დრო აქვს მოსამზადებლად. მითუმეტეს, რომ დღეს, სფფ-ში გამართული წილისყრის შემდეგ, წყვილები ცნობილია.
¼ ფინალში, გამარჯვებული, კვლავ ერთმატჩიან დაპირისპირებაში გამოვლინდება. თამაშების კონკრეტული დღე ჯერ არაა ცნობილი, თუმცა, ცნობილია, რომ თასისი გათამაშება, სექტემბერში განახლდება. მიუხედავად იმისა, რომ ფორმატიდან გამომდინარე, ყველა დაპირისპირება მნიშვნელოვანია, ალბათ, ¼ ფინალის ცენტრალური შეხვერდა სავარაუდოდ საგურამოში გაიმართება და თბილისის „ლოკომოტივი", ბათუმის „დინამოს უმასპინძლებს.
„ლოკომოტივი" - ბათუმის „დინამო"
„გაგრა" - „შუქურა"
„გარეჯი" - „საბურთალო"
„გორი" - „სამგურალი"
დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ¼ ფინალში ეროვნული ლიგის ხუთი, რისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის ორი და ლიგა 3-ის ერთი გუნდი მონაწილეობს.
სფფ-ს ფოტო





ჩვენ








