
სამი ოქროს მედალი, ერთი საათის მანძილზე - ასეთია, ძიუდოში საქართველოს ნაკრების მონაპოვარი, სანქტ-პეტერბურგის მასტერსზე.
90 კგ წონი კატეგორიაში, ბექა ღვინიაშვილმა ფინალში, კორეელი სპორტსმენი იპონით დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს, ამ დღეს პირველი ოქროს მედალი მოუტანა. გადამწყვეტ ორთაბრძოლაში, ბექა ღვინიაშვილს, გამარჯვებისთვის, მხოლოდ ორი წუთი დასჭირდა. მან მეტოქეს ჯერ ორი ვაზარი აუღო, შემდეგ კი შებოჭვაზე დაიჭირა.
კიდევ რამდენიმე წუთში, ოქროს მედალი, ქართველების სათვალაშვი ვარლამ ლიპარტელიანმა ჩადო. 100 კგ წონით კატეგოროაში, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანმა, ვარლამ ლიპარტელიანი რეიტინგის პირველ ნომერს, ჰოლანდიელ ძიუდოისტს შეხვდა. მიხაელ კორელი, ლიპარტელიანმა, პირველივე წუთზე აღებული ვაზარით, 1:0 დაამარცხა და მეორე ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
ევროპის სამგზის ჩემპიონი, ოლიმპიური თამაშებისა და მსოფლიოს ჩემპიონატების ვერცხლის მედლის მფლობელი ლიპარტელიანი მიმდინარე წელს, 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში მსოფლიო კლასიფიკაციაში მეორე ადგილზე დაასრულებს.
ტურნირის ბოლო, წონით კატეგორიაში, +100 კგ, ფინალურ ორთაბრძოლაში გურამ თუშიშვილი, ბრაზილიელ დავიდ მოურას დაუპირისპირდა. ორთაბრძოლის დაწყებისთანავე ჩანდა, რომ ქართელი ამ ბრძოლის დოზე ადრე დასრულებას აპირებდა. თუშიშვილმა, ჯერ ვაზარი აუღო მეტოქეს, რამდენიმე წამში ლო იპონით, წმინდა გამარჯვება მოიპოვა. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს კი მესამე ოქრო მოუტანა.
ამას გარდა, ქართველების სათვალაშვი სანქტ-პეტერბურგის მასტერსზე, კიდევ ორი საპრიზო ადგილი და შესაბამისად 2 მედალია. ტურნირის პირველ დღეს ბრინჯაოს მფლობელი 66კგ წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილი გახდა, ხოლო ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი 73 კგ- ში ვერცხლის მედალს დაეუფლა. საერთო ჯამში, მოპოვებული მედლების რაოდენობით, საქართველოს ნაკრებმა გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა და წინ, მხოლოდ იაპონიის ნაკრები გადაუშვა, რომელიც რუსეთში გამართულ ტურნირზე, როგორც მამაკაცთა, ასევე, ქალთა ჩათვლაშიც ასპარეზობდა.





ჩვენ








