"დინამო თბილისს" კახა ცხადაძე უხელმძღვანელებს

27.05.2021
ავტორი: თ.ჯ.
რამდენიმე წუთის წინ, საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა საფეხბურთო კლუბმა "დინამო თბილისი" ოფიციალურად გამოაქვეყნა ინფორმაცია გუნდის სამწვრთნელო შტაბში მომხდარი ცვლილების შესახებ:
"გიორგი ნემსაძე დინამოს აღარ გაწვრთნის. იგი ჩვენს კლუბში სპორტული მენეჯერის პოზიციაზე გადაინაცვლებს. მთავარი მწვრთნელის პოსტს კი კახა ცხადაძე ჩაიბარებს.
უფრო დეტალურ ინფორმაციას გულშემატკივარი ახლო პერიოდში დაგეგმილ პრესკონფერენციაზე მოისმენს. შეგახსენებთ, რომ კახა ცხადაძე 2005-2006 წლებში წვრთნიდა ჩვენს კლუბს" - ნათქვამია კლუბის განცხადებაში





ჩვენ








