„შერატონში“ დღეს, სფფ-ს 31-ე ყრილობა გაიმართა
„შერატონში“ დღეს, სფფ-ს 31-ე ყრილობა გაიმართა
31.05.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი


ფინანსური დამოიკიდებლობა, ქალთა ფეხბურთი, ეროვნული ნაკრები გუნდები, უეფა-ს ეგიდით გამართულ ღონისძიებებზე ქართველი მსაჯებისა და დელეგატების საქმიანობა - ეს, ის თემებია, რომლებზეც დღეს, სასტუმრო „შერატონში", სფფ-ს რიგით 31-ე საანგარიშო ყრილობაზე, ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა გაამახვილა ყურადღება და რომლებიც ბოლო წლებში ატქუალურია ქართული ფეხბურთისთვის.


თუმცა, ისევე, როგორც კორონა ვირუსის პანდემიით გამოწვეული დამატებითი სირთულეები, რომლებმაც საკლუბო ცხოვრება უფრო დაამძიმა და ეს კი, იმის ფონზე, რომ 2021 წლის ბოლოს, დღევანდელი მოცემულობით ფეხბურთის განვითარების ფონდი კლუბების დაფინანსებას შეწყვეტს. შესაბამისად, დიდი ალბათობაა იმის, რომ საქართველოში საკლუბო ფეხბურთი, რომელმაც ჩიხიდან გამოსვლა დაწიყო, კვლავ უკან დაბრუნდეს. სწორედ, ამ თემას შეეხო პრეზიდენტის წლიურ ანგარიშამდე, ყრილობის დელეგატი ფრიდონ ინჯია და სახელმწიფო სტრუქტურებს თხოვნით მიმართა, არ გაწირონ საკლუბო ფეხბურთი და გაახანგრძილოვონ ამ კუთხით ფონდის საქმიანობა.


პირველად ქართული ფეხბურთის ისტორიაში, სფფ-მ ქალთა ფეხბურთის განვითარების სტრატეგიაზე დაასრულა მუშაობა და შესაბამისად, პროექტის პრეზენტაციაც სწორედ, დღევანდელ ყრილობაზე შედგა.


კიდევ ერთი საკითხი, რომელიც დღევანდელ ყრილობაზე გადაწყდა სფფ-ს ახალი სრულფასოვან და ასოცირებულ წევრთა ვინაობაა. ყრილობაზე გამართული კენჭისყრის შემდეგ, სფფ-ის წევრის სტატუსი ქვემო ქართლის რეგიონულ ფეხბურთის ფედერაციას და სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციას მიენიჭათ. ასოცირებულ წევრად კი, 7X7 ფეხბურთის ასოციაცია და საფეხბურთო კლუბი „თელავი" მიიღეს.