
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურის მატჩები გაიმართა. სუპერლიგაში, 90-იანების ბოლო და 21-ე საუკუნის დასაწყისის ქართული ფეხბურთის ვარსლკვლავებისგან დაკომპლექტებული სფფ-ს გუნდი, ტურნირზე, არც თუ დამაჯერებლად ასპარეზობს. ის, კი არა და, გულშემატკივარი, იმასაც ამბობს, ფეხბურთელები, რომელთა თამაშშსაც ევროპის სხვადასხვა სტადიონი აღუფრთოვანებია, მინი-ფეხბურთის თამაშს, ახლა სწავლობენო. თუმცა, მიუხედავად ამის, „თელავთან" ჩაგდებული პირველი ტაიმის შემდეგ, სფფ-ს გუნდმა, რომელშიც 17 დეკემებრს ალექსანდრე იაშვილმა, კახა კალაძემ, ალეკო ამისულაშვილმა და გივი კვარაცხელიამ ითამაშეს, 6 გოლის გატანა მოახერხ. საკუთრ კარში კი, მხოლოდ 1 მიიღო. „თელავისა" და სფფ-ს გუნდებს შორის მატჩი 2-6 დასრულდა, ფედერაციის გუნდის სასარგებლოდ. გამარჯვებულთაგან 2-2 გოლი ალექსანდრე იაშვილმა და ალეკო ამისულაშვილმა გაიტანეს, ერთი გოლი ლევან ჩიხრაძეს ანგარიშზეა. კიდევ ერთი გოლი (ავტოგოლი) სფფ-ს „თელაველმა" ავთო ბადრიშვილმა შემატა. აღსანიშნავია, რომ ალეკო ამისულაშვილის ორივე გოლისას, საგოლე გადაცემა კახა კალაძის ანგარიშზეა.
„დღეს მოვიგეთ. სასიამოვნოა ყოველთვის მოგება. ზოგადად, ტურნირი ძალიან მნიშვნელოვანია. თუნდაც, იმ თვალსაზრისით, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი უნდა დაინერგოს ახალგაზრდებში და არა მხოლოდ, ახალგაზრდებში, ყველა თაობის წარმომადგენელთა შორის. ჩვენ მივესალმებით, მსგავს ღონისძიებებს, ტურნირებს. რაც უფრო მეტი ახალგაზრდა, მეტი ადამიანი იქნება ჩართული, მისასალმებელია ყოველთვის", - ამბობს კახა კალაძე.

ამ დღეს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში სხვა მატჩებში ასეთი შედეგები დაფიქსირდა:
პსპ - „აჭარა" 5-1
„თსუ-ჰიუნდაი" - „იმედი" 5-1
„ნატახტარი" - კსუ 3-3
„მაუდი" - FC UG 3-1
***
ვერცხლის ლიგაში, მესამე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში, „ლიბერთი ბანკი", RS-ს (შემოსავლების სამსახურს) დაუპირისპირდა. საკმაოდ დაძაბულ და სანახაობრივი შეხვედრა, „ლიბერთი ბანკის" გამარჯვებით, 2-1 დასრულდა. ამ მატჩში, პირველი გოლი, მხოლოდ 25-ე წუთზე გავიდა. „ლობერთი ბანკი" ნიკა ფანცულაიამ დააწინაურა. 28-ე წუთზე კი, ლაშა გურგენიძემ უპირატესობა, ორამდე გაზარდა. 35-ე წუთზე დავით მეკოკიშვილმა ანგარიშის სხვაობა კი შეამცირა 2:1, თუმცა, RS-ელებმა, მატჩის ბოლო წუთზე 7-მეტრიანი ვერ გამოიყენე. პენალტი, „ლიბერთი ბანკის" მეკარემ მოიგერია.
„ლამაზი და დაძაბული მატჩი იყო, ორხმრივ შეტევებში მიდიოდა. ჩვენმა ბიჭებმა მოინდომეს და ჩვენც, შემოსავლების სამსახურის გუნდის დამარცხება შევძელით. რაც შეეხება ჩემს მიერ მოგერიებულ პენალს, საფეხბურთო ლატარეაა და მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელს, უბრალოდ, არ გაუმართლა"- ამბობს, ნიკოლოზ მუშკუდიანი, „ლიბერთი ბანკის" მეკარე.
„დაძაბული თამაში იყო. ბოლო წუთს არ გაგვიმართლა და პენალი ვერ გავიტენეთ. მეკარემ მოიგერია. სამწუხაროდ, დავმარცხდით, თუმცა ვეცდებით, მოვემზადოთ და შემდეგ შეხვედრებში ვაჩვენოთ, რაც შეგვიძლია", - ამბობს დავით მეკოკიშვილი, RS-ის ფეხბურთელი.

ამ დღეს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში სხვა მატჩებში ასეთი შედეგები დაფიქსირდა:
„ეთა" - „ჯეოჰოლდინგი" 2-4
„ავერსი" - „მერია" 3-0
„ელიტ-ბურჯი" - „ენერგო-პრო" 2-1
„საქართველოს ბანკი" - SSPS 1-0
ახლა, ამ ორ ლიგაში, 2018 წლის იანვრის ბოლომდე შესვენებაა. 19 დეკემბერს, კი ფუტსალის ლიგის ერთი თამაშია დაგეგმილი. ქუთაისში, 14:00-ზე „წყალტუბო" - „ტატიშვილის შეხვდება.





ჩვენ








