ლიეტუვას რაგბის კავშირის განცხადება
ლიეტუვას რაგბის კავშირის განცხადება
01.06.2021
ავტორი: რაგბის კავშირი


ლიეტუვას რაგბის კავშირის პრეზიდენტის, ირმანტას კუკულსკისის განცხადება:


განცხადების ორიგინალი


სიტუაციის შეფასების შედეგად, მსურს ხაზი გავუსვა იმ გარემოებას, რომ ლიეტუვას და საქართველოს რაგბის ფედერაციები ყოველთვის იჩენდნენ ერთმანეთის მიმართ მხარდაჭერას, და ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ ჩვენს კარგ ურთიერთობას საქართველოს რაგბის კავშირთან, ვინაიდან ჩვენ ვართ სარაგბო თემის წევრები და ერთმანეთთან არა მარტო ჩვენი ქვეყნების მეგობრობა გვაკავშირებს, არამედ ეს შესანიშნავი თამაში - რაგბი.


ჩვენ არასდროს ვურევთ მეგობრობას და მჭიდრო თანამშრომლობას პოლიტიკასთან, ასე რომ მომხდარს აღვიქვავთ როგორც მცირედ გაუგებრობას, რომელიც უკვე გავარკვიეთ და მოვაგვარეთ.


გმადლობთ ხანგრძლივი და თანამშრომლობისთვის და მეგობრობისთვის, რომელიც ასე მნიშვნელოვანია ჩვენი, ლიეტუვას რაგბის კავშირისთვის!


ვიმედოვნებთ, რომ მომავალში კიდევ უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლებთ და ერთობლივ პროექტებს განვახორციელებთ. გმადლობთ, ონლაინ-შეხვედრაში მონაწილეობისთვის.


გულითადი პატივისცემით,

ირმანტას კუკულსკისი,

ლიეტუვას რაგბის კავშრის პრეზიდენტი