დინამოელები სტუმრად ქართულ-ამერიკულ სკოლაში
დინამოელები სტუმრად ქართულ-ამერიკულ სკოლაში
01.06.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი


მოლოდინი, სამზადისი და ალალი სიხარული,  რაც „დინამო თბილისის" ფეხბურთელების ცოცხლად ხილვით იყო გამოწვეული. ქართულ-ამერიკულ სკოლაში მისულ ფეხბურთელებს, დღეს, სწორედ ასეთი გარემო დახვდათ. მცირე დრო გასაცნობად, ავტოგრაფების მისაღებად, სელფების გადასაღებად და შემდეგ, თამაში. საქართველოს 18-გზის ჩემპიონის კაპიტანმა გიორგი პაპავამ, გიორგი კუციამ, ფაბიან სპორქსლედემ და თორნიკე ახვლედიანმა, სკოლის ეზოდან, მზიურში მდებარე ხელოვნურსაფარიან მოედანზე გადაინაცვლეს, გუნდებად დაიყვნენ და ბურთიც გააგორეს.


„დინამო თბილისმა" წელსაც არ დაარღვია ტრადიცია და ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, ყველაზე ალალი გულშემატკივარი მოინახულა.


რაც შეეხებათ, „დინამო თბილისს", კლუბი კახა ცხადაძის მეთვალყურეობით და არასრული შემადგენლობით აგრძელებს ეროვნული ლიგისთვის მზადებას. 4 ივნისის შემდეგ, კი ცხადაძის გუნდი სრული შემადგენლობით შეიკრიბება.

ასევე იხილეთ ბმული