
თბილისის „ლოკომოტივმა" გიორგი დევდარიანის შემცვლელი დაასახელა. „ლოკომოტივს" ლაშა ჭაღიაშვილი გაწვრთნის. „პირველ რიგში, მინდა ლექსო თოფურიას და კლუბის ხელმძღვანელობას, ნდობისთვის მადლობა გადავუხადო. განვლილ ორი სეზონში, ჟერარდ სარაგოსასთან და გიორგი დევდარიანთან ერთად მუშაობა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მინდა მათ მიმართ მადლიერება გამოვხატო", - ამბობს ლაშა ჭაღიაშვილი.
ჟერარდ სარაგოსასთან და გიორგი დევდარიანთან მუშაობამდე, ლაშა ჭაღიაშვილი ჯერ 2009-10 წლების სეზონზე, გელა სანაიას ასისტენტი იყო, მომდევნო 2010-11 წლეში კი, „ლოკომოტივის" დუბლშემადგენლობას წვრთნიდა. მოგვიანებით, 2013 წლამდე, ჭაღიაშვილი ლოკომოტივის 17 წლამდე გუნდს ავარჯიშებდა, საიდანაც ქუთაისის ტორპედოში, დუბლების მთავარ მწვრთნელად გადაინაცვლა. 2014-15 წლების სეზონში, ლაშა „ლოკომოტივში" დაბრუნდა და მთავარ გუნდში, ვასილ მაისურაძის ასისტენტად დაიწყო მუშაობა. 2016 წელს იგი ლოკოს დუბლშემადგენლობას ჩაუდგა სათავეში და ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა. 2016 წელს, ე.წ. მოკლე სეზონზე, ჟერარდ სარაგოსას, შემდეგ კი გიორგი დევდარიანის ასისტენტად მუშაობდა.
„გაცნობიერებული მაქვს „ლოკომოტივის" გაწვრთნის პასუხისმგებლობა. ასევე, მაქვს საკუთარი ხედვა, რის მიხედვითაც სტაფთან და ფეხბურთელებთან ერთად, ვიმუშავებ მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ ჩვენი კლუბი გახდეს წარმატებული. საწვრთნელი პროცესის დაწყებას დიდი მოლოდინით ვხვდები. იმედი მაქვს, 2018 წელს კლუბის ხელმძღვანელების ნდობასა და გულშემატკივრების იმედებს გავამართლებ". - ამბობს ლაშა ჭაღიაშვილი.
36 წლის სპეციალისტსა და კლუბს შორის ერთწლიანი ხელშეკრულება გაფორმდა. ეროვნული ლიგის ახალი გათამაშებისთვის სამზადისს თბილისის „ლოკომოტივი" 2017 წლის 25 დეკემბიდან შეუდგება. ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ სად ჩაატარებს სრულფასოვან მოსამზადებელ ციკლს თბილისური კლუბი, ისევე, როგორც ის, თუ რომელი მოთამაშეები დარჩებიან და რომლებს მოუწევთ გუნდის დატოვება. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ „ლოკომოტივის" შემადგენლობაში გეგა დიასამიძემ, რომელიც კარიერას, მეორე თბილისურ კლუბში, „საბურთალოში" გააგრძელებს.





ჩვენ








