ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრა
ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრა
03.06.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი


საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები, დღეს დილით უნგერში გაემგზავრა, სადაც  6-13 ივნისის ჩათვლით მსოფლიოს ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას. ოლიმპიურ თამაშებამდე, ბოლო ტურნირზე მედლების კომპლექტები, როგორც ინდივიდუალურ, ასევე გუნდურ ასპარეზობაში გათამაშდება. საერთო ჯამში, ბუდაპეშტში ამ დღეებში, თავს 131 ქვეყნის 703 სპორტსმენი მოიყრის. ოლიმპიადამდე ბოლო ტურნირზე კი, ქართველები 11 წონით კატეგორიაში, 14 სპორტსმენით იქნებიან წარმოდგენილები.


-60კგ  თემურ ნოზაძე

-66კგ  ვაჟა მარგველაშვილი

-73კგ  ლაშა შავდათუაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი

-81კგ ტატო გრიგალაშვილი, ლუკა მაისურაძე

-90კგ ბექა ღვინიაშვილი

-100კგ ვარლამ ლიპარტელიანი

+100კგ  გელა ზაალიშვილი

-52კგ ტეტიანა ლევიცკა-შუკვანი, მარიამ ჯანაშვილი

-57კგ ეთერ ლიპარტელიანი

-70კგ მარიამ ჭანტურია

+78კგ სოფიო სომხიშვილი


ამ მომენტისთვის, ქართველ სპორტსმენთაგან, ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიის საბოლოო და ოფიციალურ მოლოდინში 9 სპორტსმენია. შესაბამისად, ბუდაპეშტის ტურნირს, რომელიც ოლიმპიურ თამაშებამდე ბოლო, ოფიციალურ მოსამზადებელ შეჯიბრად შეიძლება ჩაითვალოს, ამ კუთხითაც დიდი მნიშვენლობა აქვს.


ფოტო: IJF