ოფიციალურად - გიორგი მამარდაშვილი ვალენსიას წევრია
ოფიციალურად - გიორგი მამარდაშვილი ვალენსიას წევრია
02.06.2021
ავტორი: თ.ჯ.


საფეხბურთო კლუბმა „დინამო თბილისმა" დღეს ოფიციალურად დაადასტურა კლუბის აკადემიის აღზრდილი, გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერი.

 

„ოფიციალურად - გიორგი მამარდაშვილი ვალენსიას წევრია.

 

ხელშეკრულება საბოლოოდ ხელმოწერილია. ჩვენი აკადემიის აღზრდილი გოლკიპერი ესპანური გრანდის შემადგენლობაში ერთწლიანი იჯარით ისპარეზებს, ვალენსიას კი მთელი წლის განმავლობაში ექსკლუზიური გამოსყიდვის უფლება ენიჭება. ეს ტრანსფერი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს დინამოს აკადემიისა და ხელმძღვანელობის სწორ სასელექციო და სატრანსფერო პოლიტიკას. ჩვენი მხრიდან კი წარმატებას ვუსურვებთ გიორგი მამარდაშვილს", - ნათქვამია „დინამო თბილისის" ოფიციალურ გვერდზე.