
დღეს, „დინამო არენაზე" კახა ცხადაძის ხელმძღვანელობით „დინამო თბილისმა" პირველი ამხანაგური მატჩი გამართა. დინამელებმა, რომლებსაც ახალგაზდრულ ნაკრებში გამოძახებილი ფეხბურთელები აკლდათ, მეტოქედ, „გარეჯი" შეარჩიეს.
სპარინგის დროს, ქვეყნის მოქმედი ჩემპიონის რიგებში, მიკრო ტრავმების გამო, არ იყვნენ ძირითადი გუნდის კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი. შესაბამისად, მოქმედმა ჩემპიონმა „დინამო 2"-ისა და 19-წლამდე გუნდის ფეხბურთელებით შეივსო დანაკლისი. როგორც მოსალოდნელი იყო, მატჩი დინამოელთა სრული ტერიტორიული უპირატესობით წარიმართა, თუმცა, ერთადერთი გოლი შეხვედრის 67-ე წუთზე ფაბიან სპორქსლედემ გაიტანა. შეხვედრა, დინამოელთა გამარჯვებით, 1-0 დასრულდა.
ქვეყნის ჩემპიონი ახალი მთავარი მწვრთნელი ხელმძღვანელობით პირველ ოფიციალურ შეხვედრას 9 ივნისს, სახლში, ქობულეთის „შუქურას" წინააღმდეგ გამართავს. მატჩი, 18:45 საათზე დაიწყება.





ჩვენ








