ფუტსალის ეროვნულის ორი სპარინგი 3 და 4 ივნისს
ფუტსალის ეროვნულის ორი სპარინგი 3 და 4 ივნისს
03.06.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი


დღეს, საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, პირველ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს, ლიეტუვას ეროვნულ ნაკრებთან. ავთანდილ ასათიანის გუნდი, „ევრო 2022"-ის ფინალური ეტაპისთვის 29 მაისიდან ემზადება. შეკრებისას, მთავარმა მწვრთნელმა ძირითადი აქცენტი საქართველოს ფუტსალის ლიგის მოთამაშეებზე გააკეთა და შეკრებაზეც, მხოლოდ რამდენიმე ლეგიონერი გამოიძახა.


საწვრთნელ შეკრებაზე ასათიანის განკარგულებაში,  16 ფეხბურთელი იმყოფება:


მეკარეები: ალექსანდრე ჯამბურია (თელასი-ჯორჯიანსი, თბილისი, საქართველო), თორნიკე ბუკია (თსუ, თბილისი, საქართველო), დავით ჯინჭარაძე (კსუ, თბილისი, საქართველო), ზვიად კუპატაძე (გაზპრომ-იუგრა, იუგორსკი, რუსეთი)


წიზა ხაზი: შოთა თოფურია (თელასი, თბილისი, საქართველო), ირაკლი თოდუა, თეიმურაზ ექიზაშვილი (თელასი-ჯორჯიანსი, თბილისი, საქართველო), ვახტანგ ჯვარაშვილი (თელასი-ჯორჯიანსი, თბილისი საქართველო), ნუკრი ჭუმბურიძე (რედ დრაგონსი, პნიევი, პოლონეთი), გიორგი ჩიმაკაძე (თსუ, თბილისი, საქართველო), არჩილ სებისკვერაძე (ლიდსელმაში, ლიდა, ბელარუსი), გიორგი ღავთაძე (კსუ, თბილისი, საქართველო), ვახტანგ კეკელია, ლევან სვანიძე (პსპ, თბილისი, საქართველო), ჯანიკო გიორგაია (თელასი-ჯორჯიანსი, თბილისი, საქართველო), გიორგი თოლორდავა (ილიაუნი, თბილისი, საქართველო)


​შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები არსებობის განმავლობაში პირველად ევროპის 2022 წლის ჩემპიონატზე იასპარეზებს. ავთანდილ ასათიანის გუნდმა საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ჯგუფში გამართულ ექვს შეხვედრაში ათი ქულა დააგროვა და კონტინენტის პირველობაზე თამაშის უფლება საუკეთესო მეორე ადგილოსანის სტატუსით მოიპოვა.


საქართველოსა და ლიეტუვას ფუტსალის ნაკრებთა ამხანაგური მატჩები დღეს, 3 ივნისს და 4 ივნისს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება და  18:00 საათზე დაიწყება. თამაშებზე,  გულშემატკივრის დასწრება თავისუფალია.