„ოქრის“ კაპიტნობით საქართველოს ნაკრებმა მოიგო
„ოქრის“ კაპიტნობით საქართველოს ნაკრებმა მოიგო
03.06.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქრათველოს ეროვნულმა ნაკრებმა რუმინული ნავსი გატეხა და ამ გუნდების დაპირისპირების ისტორიაში პირველი შეხვედრა მოიგო. თუმცა, პირველი ტაიმის მიმდინარეობისას, რომელიც ქალაქ პლოიეშტის „ილიე ოანას" სტადიონზე გაიმართა და მასპინძელთა საგრძნობი უპირატესობით წარიმართა, საბოლოოდ დაფიქსირებულ შედეგს, მხოლოდ თუ ისურვებდი. რა დასამალია და სანიოლის გუნდმა, ახალი მთავარი მწვრთნელის ხელმძღვანელობით, ყველაზე ცუდი თამაში ჩაატარა, თუმცა, მოგო. საქართველოს ნაკრებს, კაპიტინის სამკლაურით, პირველად გამოუძღვა თორნიკე ორქიაშვილი.


„რუმინეთის დამარცხება ძალიან რთული იყო. პირველი მატჩი მოვიგეთ, თუმცა ვთვლი, რომ წელს ყველაზე ცუდად ვითამაშეთ. გარკვეულ მომენტებში კონცენტრაციის ნაკლებობა გვქონდა. გაგვიმართლა, რომ მეტოქეს ფეხბურთელი გაუძევეს და უპირატესობის მოპოვება ამ მომენტში მოვახერხეთ. პირველი ტაიმით უკმაყოფილო ვარ. შეიძლება ძალიან ბევრს ვითხოვ, რადგან ივნისში თამაში ფეხბურთელებისთვის ადვილი არაა, თუმცა მჯერა, რომ უფრო მეტი შეგვიძლია.


​არ ვფიქრობ, რომ რუმინეთმა სუსტად ითამაშა, მათ მატჩი კარგად დაიწყეს, თუმცა წითელი ბარათის შემდეგ თამაში რთულია. ამ გუნდში ბევრი კარგი ფეხბურთელი თამაშობს. ფეხბურთში საუკეთესო გუნდი ყოველთვის ვერ იგებს, შესაძლოა დღეს ფრე ლოგიკური შედეგი ყოფილიყო.


რუმინეთის თამაშის განხილვისას დავინახეთ, რომ ამ გუნდს ყველაზე მეტი პრობლემა ბურთის კონტროლისას ექმნებოდა, მათ კონტრშეტევების გაკონტროლება უჭირდათ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არ ვთვლი, რომ დღეს რუმინეთმა ცუდად ითამაშა. ეს გუნდი რამდენიმე დღეში ინგლისს დაუპირისპირდება და წარმატებას ვუსურვებ ამ შეხვედრაში",  - ეტყვის თავად სანიოლი მატჩის შემდეგ, სფფ-ს ოფიციალურ გვერდს.


პირველ ტაიმში, წითელი ბარათი კი, ბერძენმა მსაჯმა, ​არასპორტული თამაშისთვის 42-ე წუთზე რუმინელთა ნახევარმცველს ფლორინ ტანასეს უჩვენა. ქართველები პირველი ტაიმის მიწურულიდან რიცხვობრივ უპირატესობაში დარჩნენ, თუმცა, პირველ ტაიმში მისი გამოყენება ვერ მოახერხეს და პირველი ნახევარი, ფრედ, 0-0 დასრულდა.


მიუხედავად, რიცხვობრივი უპირატესობისა, ქართველები, მეორე ტაიმშიც, ცვლილებებამდე, დიდად ამ მომენტს ვერ იყენებდნენ. 57-ე წუთზე, შეცვლაზე შემოსულმა ოთარ კიტეიშვილმა კი, ეს გარღვევა მომეტალურად ამოავსო და 61-ე წუთზე გიორგი მიქაუტაძის სადებიუტო გოლით დასრულდა.


„საქართველოს ნაკრებში გატანილი გოლით და პირველი მოგებით ძალიან ბედნიერი ვარ. იმედი მაქვს მე და ჩვენი გუნდი ასე გავაგრძელებთ", - ამბობს გიორგი მიქაუტაძე, სფფ-სთვის გაკეთებულ კომენტარში.


ეროვნულ ნაკრებში, სადებიუტო გოლი გაიტანა გიორგი აბურჯანიამაც. ფეხბურთელმა, რომელსაც, ჩვენი მოკრძალებული შეფასებით უფრო მეტი შეუძლია და მიგვაჩნია, რომ ჯერ, ბოლომდე ვერაა გახსნილი.


„ეს გამარჯვება რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იყო. არამარტო მწვრთნელისთვის ასევე ჩვენთვის. ეს შედეგი მომავალი მატჩებისთვის თავდაჯერებას შეგვმატებს. ეროვნულ ნაკრებში გატანილი გოლი ყველასთვის განსაკუთრებულია და ეს გოლი ჩემს მეუღლეს მივუძღვენი", - ამბობს აბურჯანია.


თავდაჯერება კი, სავარაუდოდ ყველაზე მეტად, დაცვის ხაზის მოთამაშეებს სჭირდებათ, რადგან რუმინელთა გატანილი გოლით თუ ვიმსჯელებთ, კარგად ჩანს, რომ სანიოლის ამ მიმართულებით, კიდევ ბევრის გაკეთება უწევს. დაცვის ხაზი, რომელიც წლების წინ, გვეგონა, რომ ასე თუ ისე დავალაგეთ, კვლავ აქილევსის ქუსლად რჩება.


„შეკრების დაწყებიდანვე არ გვოქნდა იმის შეგრძნება, რომ ამხანაგური მატჩებისთვის ვემზადებოდით. იმიტომ, რომ ახალი მწვრთნელი გვყავს, რომელმაც ახალი იდეები შემოგვთავაზა. რუმინეთის წინააღმდეგ, ოფიციალური მატჩივით ვითამაშეთ, 90 ვიბრძოლეთ და რაც მთავარია გავიმარჯვეთ", - ამბობს დავით ხოჭოლავა.


საქართველოს ნაკრებს გატანილი გოლის შემდეგ, კონტრშეტევა გაეპარა. შედეგად ჩვენს კარში 11-მეტრიანი (საბედნიეროდ გაცუდებული), თუმცა, გაძევებული სოლომონ კვერკველია მივიღეთ. მოთამაშეთა რაოდენობის მხრივ, სტატუს-კვო აღსდგა და ამ ვითარებაში, ჩვენთვის საბედნიეროდ, აბურჯანიამაც, შეცვლაზე შემოსული საბა ლობჟანიძის გადაცემის შემდეგ, ანგარიში ორამდე გაზარდა.


ამ მოცემულობაში და დარჩენილ დროში ტერიტორიულ უპირატესობას სრულად დაეუფლნენ მასპინძლები. ჩვენები კი, ძირითადად კონტრშეტევებზე მოქმედებდნენ. ერთ-ერთი ასეთი მომენტი გოლით შეეძლო დაესრულებინა, შევცლაზე შემოსულ ბუდუ ზივზივაძეს.  თუმცა, გოლი, ჩვენს კარში გავიდა. 78-ე წუთზე მცველებს „ჩაეყვინთათ"  და ანდრეი ივანისმა გაგვიტანა.


საქართველოს ნაკრებმა 1-2 მოიგო. თუმცა, სექტემბრის მატჩებამდე, ვილი სანიოლის ბევრი აქვს „დასალაგებელი". დიდი ალბათობით, კი მეორე სპარინგის დროს, ქართველთა ფრანგი მწვრთნელი განსხვავებულ სასტარტო შემადგენლობას დააყენებს და ეს მეტოქის ხარისხიდანაც იქნება გამომდინარე.


 

სფფ-ს ფოტო