
საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა 3 და 4 ივნისს, ლიეტუვას ეროვნულ გუნდთან 2 ამხანაგური მატჩი გამართა. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, ავთანდილ ასათიანის შეგირდებმა პირველი შეხვედრა, ანგარიშით, 2-0 მოიგეს. შეხვედრა, ჩვენი გუნდის უპირატესობით წარიმართა. ანგარიში, მე-3 წუთზე ვახტანგ ჯვარაშვილის შორეული დარტყმით გაიხსნა. მეორე გოლი კი, ირაკლი თოდუამ 29-ე წუთზე გაიტანა.
დღეს, 4 ივნისს გუნდები, მეორე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და ანგარიშით 2-2 დაზავდნენ. ისევე, როგორც პირველ მატჩში ანგარიში, ამჟამადაც მე-3 წუთზე გაიხსნა. შოთა თოფურია გადაცემის შემდეგ ვახტანგ კეკელიამ ტექნიკური მოძრაობით ორი მეტოქე ჩამოიტოვა და ბურთი ცარიელ კარში გადაგზავნა. რამდენიმე წუთში, ედგარას ბარანაუსკასის გოლის შემდეგ, სტუმრებმა, ანგარიშის გათანაბრება შეძლეს. კიდევ, 3 წუთში ქართველები, ვახტანგ კეკელიას გოლის შემდეგ კვლავ დაწინაურდნენ. თუმცა, ტაიმის მიწურულს, მე-17 წუთზე შორეული დარტყმით, იუსტინას ზაგურსკასმა მატჩში, სტატუს-კვო აღადგინა. მეორე ტაიმში კი, გოლები აღარ გასულა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრები, „ევრო 2022"-ისთვის ემზადება. ავთანდილ ასათიანის გუნდი შეკრებაზე 29 მაისიდან იმყოფებოდა. ქართველი მწვრთნელის განკარგულებაში ძირითადად ფუტსალის ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილე ფეხბურთელები იყვნენ გამოძახებულნი.
სფფ-ს ფოტო





ჩვენ








