„დინამო თბილისი“ საქართველოს ჩემპიონია
„დინამო თბილისი“ საქართველოს ჩემპიონია
05.06.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი


თბილისში, საწყლოსნო კომპლექსს ოლიმპიკში, დღეს საქართველოს, რიგით 2020-2021 წლების ჩემპიონატი დასრულდა წყალბურთში. ალბათ, როგორც მოსალოდნელი იყო, ქვეყნის ჩემპიონის ტიტული  კიდევ ერთხელ „დინამო თბილისმა" დაისაკუთრა.


ჩემპიონატში, რომელშიც 6 გუნდი მონაწილეობდა („დინამო თბილისი", „თბილისი", „ლაგუნა-ვერა", „ლოკომოტივი", „სპორტმენეჯმენტი" და „არენა"), მთელი გათამაშების მანძილზე, სატურნირო ცხრილში ლიდერი, სწორედ  „დინამოო" იყო და რეალურად კონკურენციას მას, „თბილისი" უწევდა.


შეგახსენებთ, რომ წყალბურთელთა კლუბმა „დინამო თბილისმა", მძიმე კოვიდურ წელს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზეც იასპარეზა და რაც მთავარია, მისი დასრულების შემდეგ, შემადგენლობის შენარჩუნებაც მოახერხა.



წყალბურთელთა კლუბი „დინამო თბილისის" ფოტო