
20 დეკემბერს, საქართველოს სუპერლიგის მორიგი თამაშები ჩატარდება. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში სამი შეხვედრა გაიმართება. 14:00 „მარნეული-დელტა" , „სოხუმს" დაუპირისპირდება. 16:00 „დინამო" - „რუსთავს" შეხვდება, ხოლო დღის ბოლო მატჩი 18:00 დაიწყება და მასში, „ოლიმპი" - „მგზავრებს" შეხვდება.
19 დეკემბერს კი საქართელოს ჩემპიონატის 1 მატჩი გაიმართა. დღეს ბათუმში, ადგილობრივი გუნდი, „კაკტუსს" შეხვდა. შეხვედრის სამი მეოთხედი მასპინძელთა სრული უპირატესობით გაიმართა. პირველი მეოთხედი „ბათუმმა" 20-13 მოიგო, მეორე მეოთხედში, მასპინძლებმა, 7-ქულიანი უპირატესობა კიდევ გაზარდეს (23-19) და დიდ შეხვენებაზე 9-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ, 43-32.
„თამაში კარგად დავიწყეთ, თუმცა შემდეგ არც შეტევაში და არც დაცვაში, არაფერი გამოგვივიდა. "კაკტუსმა" კი შესანიშნავად ითამაშა და მივულოცავ დამსახურებულ გამარჯვებას", - ამბობს, ლაშა ოჩხიკიძე, "ბათუმის" მწვრთნელი.
„ბათუმელებისთვის" საგანგაშო, არც მესამე მეოთხედი გამოდგა. აჩიკო ჟღენტის ბიჭებმა, თამაშის ამ მონაკვეთში მართალია, ანგარიშში სხვაობა ოდნავ შეამცირეს და პერიოდის მოგებ 5 ქულით შესძლეს, 17-22. აჭარული გუნიდსთვის დრამატულად განვითრდა მოვლენები დასკვნით მეოთხედში. შეხვედრის ძირითადი დროის დამთავრებამდე, თითქმის 5 წუთით ადრე, ისინი 3 ქულით, 69-66 იგებდნენ. თუმცა, დარჩენილ დროში, ბათუმელებმა, მეტი ქულის ჩაგდება ვეღარ მოახერხეს. „კაკტუსმა" კი, 11 ქულის დაგროვება მოახერხა, პერიოდი 9:23 მოიგო და შედეგაც, სუპერლიგაში, მორიგი გამარჯვება ჩაიწერა, 69-77. ბათუმელები, რომლებიც ჩემპიონატის სტარტზე საკმაოდ წარმატებულად ასპარეზობდნენ, ბოლო სამი თამაშია, გამარჯვებას ვერ ახერხებენ.
„პირველ წრეში "ბათუმთან" საკმაოდ ცუდად ვითამაშეთ, თუმცა შემდეგ გავძლიერდით და ჩვენი გუნდი სტაბილურად აგრძელებს წარმატებით ასპარეზობას. "ბათუმი"ძლიერი გუნდია და სასიხარულოა, რომ სტუმრად მისი დამარცხება შევძელით. მივულოცავ ჩვენს გუნდს დღევანდელ გამარჯვებას და იმედია მომავალშიც ასე გავაგრძელებთ", - ამბობს არჩილ ჟღენტი, "კაკტუსის" მთავარი მწვრთნელი.
ამ შეხვედრაში, „კაკტუსის" შემადგენლობაში 27 ქულით საუკეთესო დეანდრე პარკსი იყო. 12 ქულა და 13 მოხსნა, კაკტუსელთა მეორე ამერიკელის - ტერიკ ბრიჯმენის ანგარიშზეა, ხოლო დავით ლომიძემ 11 ქულა დააგროვა. ბათუმელთაგან 21 ქულით საუკეთესო იყო ახალწვეული იშმაელ ჰოლინსი, რომელმაც მხოლოდ პირველ ტაიმში 18 ქულა ჩააგდო, ხოლო საბოლოოდ 21 ქულის დაგროვება მოახერხა. 15 ქულა დააგროვა ბათუმელთა უკრაინელმა ლეგიონერმა, ლეონიდ სტეპანიშინი, ხოლო სტეფან ანდრეიევიჩმა ორმაგი დუბლი - 11 ქულა და 13 მოხსნა მიითვალა.






ჩვენ








