სანიოლის ნაკრების ყველაზე ცუდი თამაში
სანიოლის ნაკრების ყველაზე ცუდი თამაში
06.06.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ბუნებრივია, ნიდერლანდებთან, თუნდაც შედარებით სუსტთან ვიდრე, ის ისტორიულად გვახსოვს და თუნდაც, იმ გარემოებით გათამამებულებს, რამაც ესპანეთის წინააღმდეგ თამაშის შემდეგ, თავის მაღლა აწევის შანსი მოგვეცა,  მოგებას ცოტა თუ ელოდა. თუმცა, ვილი სანიოლის ფორმაციის საქართველოს ნაკრებისგან, არც ასეთ უსახურ თამაშს ველოდით.


ბუნებრივია, ვილი არ გვიწყენს და ისიც გვესმის, რომ მას ოფიციალურ თამაშებამდე კიდევ აქვს ანალიზისთვის და სწორი დასკვნების გამოტანისთვის დრო, თუმცა, კონკრეტული თამაშის მიმართ მაინც ჩნდება კითხვები, რომლებზეც გვჯერა, რომ ჩვენი ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ქართულ მედიასთან ტრადიციული შეხვედრისას, აუცილებლად ისაუბრებს.


პირველ რიგში შეცვლებზე, რომელიც თითქოს დაგვიანებულიც იყო და ერთის, საბა ლობჟანიძის, თითქმის ერთად-ერთი ფეხბურთელის, რომელიც ჩანდა და მომენტებში თამაშს ამწვავებდა, მინდვრიდან გაიყვანა, ამის თაობაზეც.


ალბათ, გვეტყვის რის დახვეწას, ანდა სულაც შეცვლას აპირებს საქართველოს ნაკრების დაცვის თამაშში, რომელიც მეორე ამხანაგური შეხვედრაა უსუსურად გამოიყურება. ეს განსაკუთრებით, ჩვენს გუნდს, მეორე გაშვებული გოლის შემდეგ დაემჩნა და ნაკრები, რომლის თამაშმაც გაზაფხულის მატჩებში იმედი ჩაგვისახა, სრულიად ჩამოშალა.


რაც შეეხება, დღეს, ენსხედეში, „დე გროლშ ვესტეზე" გამართულ მატჩს, ის მასპინძელთა, ნიდერლანდელთა სრული უპირატესობით წარიმართა. თუ არ ჩავთვლით, ერთ 15 წუთიან მონაკვეთს, პირველ ტაიმში, გოლის შემდეგ, რომელიც ჩვენებმა ოდნავ ამოიწიეს და საკუთარი საჯარიმოდან ოდნავ მეტოქის ნახევარზე ავიდნენ. ასევე ჯიღაურის მიერ ხარიხას გარტყმულ ბურთს და გიორგი ლორიას ტრადიციულ კარგ თამაშს. სხვათა შორის, მეორე თამაშია დადებით შთაბეჭდილებას ტოვებს გიორგი აბურჯანია და საბა ლობჟანიძე, რომელმაც მიუხედავად იმისა, რომ შეცვალეს, მაინც ყველაზე მეტად დაგვამახსოვრა დადებითი კუთხით თავი. დასამახსოვრებელია, რომ დღევანდელ მატჩში ვილის გუნდში კიდევ ერთი, სერგო კუხიანიძის 5-წუთიანი დებიუტიც შედგა.


ალბათ, ისევე, როგორც სანიოლი, არც ფეხბურთელები გვიწყენენ, თუ ვიტყვით, რომ დღევანდელ შეხვედრაში, რამდენიმე მათგანი, უბრალოდ არ ჩანდა. მეორე ნაწილი, ან გადაღლილი იყო, ან არ იყო მზად კონკრეტული თამაშ(ებ)ისთვის.


უეფა-ს ოფიციალური ამხანაგური თამაშების მეორე მატჩი კი, საქართველოს ნაკრებმა 3-0 წააგო. ამ ორი ნაკრების დაპირისპირებაში ისტორიული გოლები მე-10 წუთზე 11-,ეტრიანით დეპაიმ, 55-ზე ვეგჰორსტმა და 76-ე წუთზე რავენბერხმა გაგვიტანეს.



სფფ-ს ფოტო