ქალთა ეროვნულში გიორგი ჩხაიძე სადებიუტო მატჩებისთვის ემზადება
ქალთა ეროვნულში გიორგი ჩხაიძე სადებიუტო მატჩებისთვის ემზადება
07.06.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის დაიწყო მზადება. ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის, გიორგი ჩხაიძის გუნდში, რომელიც პარალელურად ქალთა საფეხბურთო კლუბის „ლანჩხუთის'" მთავარი მწვრთნელიც არის, „ლანჩხუთის" 11 ფეხბურთელი მოხვდა გამოძახებულთა სიაში.  გამოძახებულთა შორის, არ არიან ეროვნული ნაკრების გამოცდილი ფეხბურთელები თამარ ნადირაშვილი, თამარ ტატუაშვილი, ანა ჩემინავა, თამარ ქველიძე, გულნარა გაბელია, ნათია სხირტლაძე და გუნდის კაპიტანი ტატა მატვეევა.


სფფ-ს ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ძირითადი აქცენტი საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მოთამაშეებზე გაკეთდა. TSFF.GE შევეცადეთ უფრო დეტალურად გაგვერკვია თავად ფეხბურთელებისგან ნაკრების არგამოძახების მიზეზები. ჩამოთვლილთაგან ერთი, ტატა მატვეევა ნაკრების მთავარი მწვრთნელის ამპლუაში აგრძელებს მუშაობას. ლეგიონერთა ნაწილი, კორონა ვირუსის პანდემიის შეზღუდვების გამო, მოერიდა საქართველოში გამომგზავრებას, ნაწილმა კი, უბრალოდ აღარ ისურვა ნაკრების შეკრებაზე, ამხანაგური მატჩის გამო ჩამოსვლა.


შესაბამისად, გუნდის ახალ მწვრთნელს, რომელმაც შეგახსენებთ, რომ ქართული საკლუბო ფეხბურთის ისტორიაში, პირველად მოახერხა „ლანჩხუთის" ქალათა გუნდის უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მთავარ ბადეში გაყვანა, შემდეგ 22 ფეხბურთელზე მოუხდა არჩევანის გაკეთება:


მეკარეები: თათია გაბუნია (ლანჩხუთი), თეონა სუხაშვილი (კვარტალი, თბილისი)


მცველები: ნინო ჩხარტიშვილი (ლანჩხუთი), ნინო სუთიძე (კვარტალი, თბილისი), მარიამ კალანდაძე (ლანჩხუთი), გვანცა ქადაგიშვილი (კვარტალი, თბილისი), მაიკო ბებია (ნიკე, თბილისი), ანი ძაძუა (კვარტალი, თბილისი), ნინო გუჯაბიძე (ლანჩხუთი), სოფო ნარსია (ლანჩხუთი)


ნახევარმცველები: თეონა თოდაძე (ლანჩხუთი), მარიამ დანელია (ლანჩხუთი), ირინა ხაბურზანია (ლანჩხუთი), ანასტასია ბოლქვაძე (კვარტალი, თბილისი), ამალი ხანდაზიანი (კვარტალი, თბილისი), ნინო პასიკაშვილი (კვარტალი, თბილისი), ნათია დანელია (კვარტალი, თბილისი), ლანა გორგაძე (მართვე, ქუთაისი)


თავდამსხმელები: მარიამ მოდრეკილაძე (ნორჩი დინამო, თბილისი), ლელა ჭიჭინაძე (ნიკე, თბილისი), თეონა ბაქრაძე (ლანჩხუთი), ნათელა წოწერია (ლანჩხუთი)


ჩვენი ქალთა გუნდი, 6 ივნისიდან დავით პეტრიაშვილი არენაზე მოემზადება და 11 და 14 ივნისს აზერბაიჯანის ქალთა ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. პირველი მატჩი, 11 ივნისს 18:00 საათზე სფფ-ის ტექნიკური ცენტრი ბასა უმასპინძლებს. 14 ივნისს კი, ნაკრებები ერთმანეთს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაუპირისპირდებიან, მატჩი 19:00 საათზე დაიწყება.


აქვე გეტყვით იმასაც, რომ „ლანჩხუთის" კიდევ ერთი ფეხბურთელი, ქრისტინა ბაკარანძე, აზერბაიჯანის ქალთა ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში არის გამოძახებული და დიდი ალბათობით, თანაკლუბელების წინააღმდეგაც მოუწევს თამაში.


აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები 2021 წლის სექტემბრიდან ფიფა-ს 2023 წლის ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს, სადაც ჯგუფში, შვედეთის, ფინეთის, ირლანდიისა და სლოვაკეთის ქალთა ნაკრებებთან ერთად მოხვდა.



სფფ-ს ფოტო