
ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე, ქართველები მეორე საასპარეზო დღიდან ჩაერთვნენ. ჩვენი გუნდი 2 წონით კატეგორიაში, სამი სპორტსმენით იყო წარმოდგენილი. ვაჟთა შორის, 66 კგ-მდე წონით კატეგორიაში, ვაჟა მარგველაშვილმა, რომელსაც ბრძოლა მიჰყავდა, მოულოდნელად საკუთარ ილეთზევე წამოეგო და მოლდოველ ვადიმ ბუნესკუსან დამარცხდა. დასანანია, რომ ვაჟასთვის ეს, მეორე მსოფლიო ჩემპიონატია, რომლსაც ძიუდოისტი ასპარეზობას ტურნირის ადრეულ ეტაპზევე გამოეთიშა.
ბუნებრივია, რომ მომდგარი ოლიმპიური თამაშების წინ, სპორტის ამ სახეობის სპეციალისტები, კონკრეტულ წონაში ცვლილებაზე ალაპარაკდნენ და ძიუდოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბს შემადგენლობის გადახედვისკენ მოუწოდეს.
დღესვე, ქალთა შორის 52 კგ-მდე წონით კატეგორიაში, პირველ ეტაპზევე გამოეთიშნენ ასპარეზობას ჩვენი გოგოებიც. ტეტიანა შუკვანი-ლევიცკა რომელმაც ტატამი ექიმების მეთვალყურეობით დატოვა და მარიამ ჯანაშვილი, რომელიც მარგველაშვილის მსგავსად, საკუთარი „ავანტიურის" „მსხვერპლი" გახდა.
ხვალ, მსოფლიო ჩემპიონატზე, ქართველები ორ წონით კატეგორიაში იასპარეზებენ.
აქვე შეგახსენებთ, რომ კარზე მომდგარი ოლიმპიური თამაშებისთვის არაოფიციალურად ოლიმპიური ლიცენზია 9 ქართველ ძიუდოისტს აქვს მოპოვებული. თუმცა, ბუდაპეშტის ტურნირის შემდეგ, შესაძლო იყო, ეს რიცხვი შეცვლილიყო. ალბათ, ისევე როგორც შემადგენლობა. ამის თქმის საშუალებას კი ერთ-ერთ მედიაში ნაკრების მთავარი მწვრთნელის მიერ გაკეთებული კომენტარია, სადაც ლაშა გუჯეჯიანი, ოლიმპიური თამაშებისთვის მეტ სტაბილურობაზე და სპორტსმენთა მხრიდან მეტ მობილიზებულობაზე საუბრობს. ამასთან ჩვენი ძიუდოისტთა გუნდის თავკაცი, ამბობს, რომ ნაკრებს ოლიმპიური თამაშებამდე მიახლოებულ თარიღებში დაასახელებს, რათა მეტოქეებს, საფიქრელად ცოტა დრო დაუტოვოს.





ჩვენ








