ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია
ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია
09.06.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი


პირველ მსოფლიო ჩემპიონატზე, ტატო გრიგალაშვილს, მხოლოდ ვერცხლის მედალი შეხვდა და ისიც, „გოლდენ სქორიში". თუმცა, მანამდე ბუდაპეშტში მიმდინარე  ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე  -81კგ-მდე წონით კატეგორიაში, ქართველმა ყველა მეტოქე დიდი უპირატესობით დაამარცხა.


ტატო, ასპარეზში მეორე წრიდან ჩაება - დაამარცხა კორეელი, შვედი, ბერძენი, ბელგიელი და ნიდერლანდელი მეტოქეები, თუმცა, გადამწყვეტ შეხვედრაში, რომელიც ოქროს ქულამდე გაგრძელდა, მსოფლიო რეიტინგის ლიდერთან, ევროპული თამაშების ჩემპიონთან, ბელგიელ მათიას კასესთან დამარცხდა.


აღსანიშნავია, რომ ტატო, ტატამზე, გადატანილი კორონა ვირუსის შემდეგ, არც თუ დიდი ხნის დაბრუნდა და იმედს ვიტოვებთ, რომ მალე ის, ოპტიმალურ ფორმაში იქნება. მანამდე კი, გრიგალაშვილმა ევროპის ჩემპიონის ოქროს, მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლი მიუმატა.


დღესვე, -81 კილოგრამამდე წონითი კატეგორიაში იასპარეზა ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატების ბრინჯაოს მედლის მფლობელმა ლუკა მაისურაძემ. თუმცა, ქართველი ტურნირს 1/8 ფინალიდან გამოეთიშა.


ხვალ, მეხუთე საშეჯიბრო დღეს, საქართველოს ნაკრების სახელით ორი სპორტსმენი იასპარეზებს. -90კგ-მდე წონით კატეგორიაში ევროპის ვიცე-ჩემპიონი, ბექა ღვინიაშვილი, ხოლო, -70კგ-ში 21 წლის მარიამ ჭანტურია იჭიდავებენ.



გიორგი ჭანიშვილის ფოტო