
ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატმა ნახევარი გზა უკვე გაიარა. 5 დღის მანძილზე ბევრი საინტერესო მოხდა, მათ შორის ორმა ქართველმა ოქროს და ვერცხლის მედლები მოიგეს. თუმცა, მოხდა გაუთვალისწინებლებიც, რომლებმაც ქართველები ასპარეზობას ჩამოაშორა. ერთ-ერთი ასეთი გაუთვალისწინებელი -90 კგ-მდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე ბექა ღვინიაშვილს გადახდა თავს, რომელმაც ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო, ვაზარი მოიპოვა და ბრძოლაც მოიგო იპონით. თუმცა, ბოლოს აკრძალული ილეთის შესრულებისთვის, ის შეჯიბრინდან მოხსნეს. საინტერესოა, რომ მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, მსგავსი ილეთი, არაერთმა სპორტსმენმა გამოიყენა. თუმცა, დანაშაულად ის მხოლოდ, ქართველს ჩაუთვალეს.
აქვე, მოვლენებს წინ გავასწრებთ და გეტყვით, რომ ამ წონაში მსოფლიოს ჩემპიონი, ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკო შერაზადიშვილი გახდა. ქართველმა, ½ ფინალში იაპონელი კენტა ნაგასავა დაამარცხა, ფინალში კი, უზბეკი დავლათ ბობონოვი დაამარცხა.
„ბობონოვს, ყველაზე სწრაფი კისრული აქვს, -90კგ-შო მოასპარეზე სპორტსმენებს შორის. დავალება იყო, ჩემი ძლიერი მხარე გამომეყენებინა და ბრძოლის დაწყებიდან 2 წუთი, მისი შეჩერება მომეხერხებინა. მერე კი, შემეტია და საქმე დამესრულებინა. ეს მსოფლიოს ჩემპიონატი, ესპანეთის ისტორიაში საუკეთესოა", - ეტყვის ნიკო, IJF -სთვის მიცემული კომენტარისას.

დღესვე, ქალთა შორის -70 კგ-მდე წონით კატეგორიაში იასპარეზა მარიამ ჭანტურიამ, რომელმაც, პირველ ეტაპზე გაბონელი მეტოქე დაამარცხა, თუმცა, მომდევნო ეტაპზე თავად დამარცხდა გერმანელ მეტოქესთან.
ხვალ, 11 ივნისს, ასპარეზობის მე-6 დღეს, სადებიუტო ჩემპიონატს იჭიდავებს ილია სულამანიძე, მედალს კი, საქართველოს ძიუდოს ნაკრების კაპიტნისგან ვარლამ ლიპარტელიანისგან მოველით.
(c) Di Feliciantonio Emanuele





ჩვენ








