სანაკრებო შესვენების შემდეგ ეროვნული ლიგა განახლდა
სანაკრებო შესვენების შემდეგ ეროვნული ლიგა განახლდა
10.06.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი


სანაკრებო შესვენების შემდეგ, განახლდა საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატი. ელიგის მე-16 ტურში, გათამაშების ერთმა ლიდერმა, ბათუმის „დინამომ" 10 კაცით დარჩენილ „თელვას" მეორე ტაიმში მოუგო. ბათუმელებმაც, სწორედ ამ რიცხობრივი უპირატესობის დროს დაჯაბნეს თელავი. კაცი, კი კახელებს, არსენ ნონიკაშვილმა, 56-ე წუთზე გაუტანა. ამ დროს, შეხვედრაში ანგარიში 1-0 იყო მასპინძელთა სასარგებლოდ და გუნდს, გარდამტეხი უპირატესობის მოპოვება ესაჭიროებოდა, ვინაიდან „თელავი", ყველა ღონეს ხმარობდა, ამ შეხვედრაში მინიმუმ, ქულა მაინც აეღო. თუმცა, ნაკლებობაში დარჩენილებმა, ბათუმის მთავარ არენაზე დადგმულ სპექტაკლში, მეტი ვეღარ შეძლეს. მასპინძლებმა კი, კიდევ ორი გოლი გაიტანეს, 3-0 გაიმარჯვეს და უშუალო კონკურენტს „დინამო თბილისს" 2 ქულით გადაასწრეს.


თავის მხრივ, საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა, „დინამო თბილისმა" ახალი მთავარი მწვრთნელის, კახა ცხადაძის ხელმძღვანელობით, პირველი შეხვედრა აჭარის მეორე წარმომადგენელთან გამართეს. „შუქურასთან" მატჩი, როგორც მოსალოდნელი იყო, დინამოელთა სრული უპირატესობით წარიმართა. თუმცა, „შუქურამაც" კონტრშეტევაზე, რამდენიმე სახიფათო მომენტის შექმნა მაინც მოახერხა. თავის მხრივ, თბილისელებმა, რამდენიმე გასატანი მომენტი ვერ გამიყენეს, თუმცა, 64-ე წუთზე სერბული გოლი მაინც გავიდა. შეცვლაზე შემოსული მილან რადინის გადაცემით, გოლი ზორან მარუშიჩმა გაიტანა და ახლა, -- გოლით, ეროვნული ლიგის ბომბარდირთა სიას უდგამს სათავეში. 


„ერთი კვირაა, რაც მოვედით და წინ მივდივართ. ფეხბურთელებს მადლობა გადავუხადე, რადგან ძალიან თავდადებულად და მონდომებით ვარჯიშობენ. მოთამაშეთა ინდივიდუალურ ხარისხს რაც შეეხება, ამ კუთხით ვარჯიში სჭირდებათ. რაღაც კომპონენტები გამოსასწორებელია. იმედია, მოვუმატებთ და ისეთ ფეხბურთელებს დავიმატებთ, რომელთაც შემოქმედებითობა გააჩნიათ", - ამბობს კახა ცხადაძეს მატჩის დასრულების შემდეგ და ალბათ, დინამოელთა მთავარი მწვრთნელებიდან პირველი ბედავს, თხოვნით მიმართოს სფფ-ს პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილს,  - „ჩვენს კარში პენალტი დაინიშნა. იმედია, ბატონი ლევანი ამ საკითხს მიხედავს. ალბათ, სამსაჯო კომიტეტიც ამ ეპიზოდს კარგად გააშუქებს. ასე არ შეიძლება - ვნახე ეს ეპიზოდი და პენალტი არაა. შეიძლება, მე ვცდებოდე. ასეთი ფაქტი სამწუხაროა. ფეხბურთელების შრომა წყალში ჩაიყარა".




11-მეტრიანი კი, შეხვედრის არბიტრტმა ჯენერი ხორავამ, სრულიად გაუგებარი მიზეზით (რამეთუ ხელით თამაში ჩათვალა, თუმცა ისევე, როგორც „ლოკომოტივისა" და „დინამო ბათუმის" დაპირისპირების მე-3 წუთზე) დანიშნა და რეალურად, მოქმედ ჩემპიონს საჭირო 3 ქულა წაართვა. თუმცა, მსაჯის ეს შეცდომა თბილისელთა თამაშს, რომლებსაც მალე, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო მატჩის გამართვა უწევთ არ ამართლებთ და პირიქით, ამ მოცემულობაში, ავალდებულებს კიდეც, რომ ყველა გასატანი ბურთი გოლად აქციონ. მე-16 ტურის ეს დაპირისპირება კი ფრედ, 1-1 დასრულდა.


მეოთხე მატჩია, თბილისის „ლოკომოტივი" დაუმარცხებელია. „ლოკოელებმა" ამ ტურში, წყალტუბოში, 26 მაისის სახელობის სტადიონზე, ანგარიში მე-7 წუთზე გახსნეს და ტაიმი, 1-2 მოიგეს. მეორე ტაიმში, კიდევ ერთი გოლი გაიტანეს, 1-3 გაიმარჯვეს და გასვლაზე, მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვეს. თბილისელები, ახლა, 27 ქულით, სატურნირო ცხრილში, მე-3 საფეხურზე არიან.


27 ქულა აქვს და მეოთხე პოზიციაზეა, თბილისის „საბურთალო", რომელმაც ამ ტურში, ამ მომენტისთვის უშუალო კონკურენტის, გორის „დილას" დამარცხება შეძლო. ელვინ ტერას და დმიტრი მადრიჩენკოს დუბლით, თბილისელებმა, მატჩის ბედი, პირველივე ტაიმში გადაწყვიტეს და შეხვედრა 3-0 მოიგეს. გორელებმა, კი მატჩი, კაცნაკლულებმა დაასრულეს. 90-ე წუთზე, ირაკლი კვირიკაშვილმა, ამოს ნონდი გააძევა.


ამ ტურის მეხუთე შეხვედრა, ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართა. იმერულ დერბიში, „ტორპედოსა" და „სამტრედიის" დაპირისპირებაში, გამარჯვებული ვერ გამოვლინდა. სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფმა „სამტრედიამ" ამ მატჩში, „ტორპედოს" სათანადო უპირატესობა გაუწია და დაწინაურდა კიდეც, თუმცა, ქუთაისელებმა, მოახერხეს ქულის გადარჩენა, შეხვედრა ფრედ, 1-1 დასრულდა.



გათამაშების ცხრილი და კალენდარი