
შესაძლოა, ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე დღევანდელი დღის შემდეგ, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ყულაბაში ერთი ოქრო და ერთიც ვერცხლის მედალი ყოფილიყო, თუმცა, ქართველები ¼ ფინალში დამარცხდნენ და ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლა, რეპეშაჟიდან განაგრძეს. ასპარეზობით კი, დღეს, -100 კგ წონით კატეგორიაში, საქართველოს ნაკრების გამოცდილი კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი და მსოფლიო ჩემპიონატის დებიუტანტი, 19 წლის ილია სულამანიძე ასპარეზობდნენ.
ბრინჯაოს მედლისთვის გზა, სადებიუტო მსოფლიოს ჩემპიონატზე, ილია სულამანიძემ პირველი ეტაპიდან დაიწყო და თავდაპირველად, თურქი მერთ შიშმანლარი დაამარცხა. მეორე წრეში, ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანი, აზერბაიჯანელი ელმარ გასიმოვი დაამარცხა და 1/8 ფინალში გავიდა. აქ, ახალგაზრდა ქართველმა, მონღოლი ლხაგვასურენი, 46 წამში, იპონით დაამარცხა და ¼ ფინალში, იმ მომენტისთვის მოქმედ, მსოფლიოს ჩემპიონს ჟორჟ ფონსეკას დაუპირისპირდა. სამწუხაროდ, გამოცდილ მეტოქესთან, სულანამანიძე დამარცხდა, თუმცა, რეპეშაჟიში, ქართველმა, ფრანგი ალქესანდრე იდირი დაამარცხა და უშუალოდ მედლისთვის ბრძოლაში, კანადელი შეიდი ელნასიც მიაყოლა.
ჩვენი ნაკრების 32 წლის კაპიტანი, ევროპის სამგზის ჩემპიონი, მსოფლიოს ჩემპიონატების სამი ვერცხლის და ორი ბრინჯაოს, ასევე ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსანი ვარლამ ლიპარტელიანი კი, ტურნირში მეორე წრიდან ჩაება. თავდაპირველად, მან ნიდერლანდელი მეტოქე დაამარცხა, შემდეგ კი, ნავსი გატეხა და ისტორიაში პირველად, მისთვის უხერხული, იაპონელი მეტოქე, კენტარო იიდა დაამარცხა. თუმცა, ¼ ფინალში, მას შემდეგ, რაც სერბ ალექსანდრ კუკოლისთან ვაზარით დაწინაურდა და ორთაბრძოლის დასრულებამდე ცოტა დრო რჩებოდა, მოულოდნელად იპონით (რომელიც ვიდეო რეფერიმაც გადაამოწმა) დამარცხდა.
მოულოდნელად, რეპეშაჟიში აღმოჩენილ „ლიპოს" , რომელიც შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე დიდი ალბათობით ოდნავ დაბნეული იყო, არ გასჭირვებია, რუსეთის ძიუდოს ფედერაციის სახელით მოასპარეზე არმან ადამიანის დამარცხება. გადამწყვეტ შეხვედრაში კი, ნიდერლანდელ მაიკლ კორელს და მსოფლიო პირველობების მესამე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
მსოფლიო ჩემპიონატზე, ინდივიდუალური ასპარეზობების შემდეგ, ბოლო დასკვნითი დღის წინ, საქართველოს ნაკრების სათვალავში, 1 ოქრო, 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაოს მედალია. ამ შედეგით, ქართველები გუნდურ მეორე ადგილზე არიან.
ბუდაპეშტში, მე-7 საასპარეზო დღეს კი, +78 კგ წონით კატეგორიაში სოფო სომხიშვილი, +100კგ-ში კი, გელა ზაალიშვილი იასპარეზებენ.





ჩვენ








