
უეფა-სა და დანიის ფეხბურთის ასოციაციის ინფორმაციით, დანიის ნაკრების 10-იანის ქრისტიან ერქისენის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.
„უეფა, ქრისტიან ერიქსენს უსურვებს სრულ და სწრაფ გამოჯანმრთელებას და ორივე გუნდის მოთამაშეებს მადლობას უხდის სამაგალითო ქცევისათვის", - ნათქვამია უეფა-ს ვებ-გვერდზე, ევრო 2020-ის დანია-ფინეთის მატჩის დროს მომხდარი შემთხვევიდან დაახლოებით 1 საათის შემდეგ.
მატჩი, შეჩერებული იყო, პირველი ტაიმის მიწურულს, დანიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის ქრისტიან ერიქსენის მოულოდნელი წაქცევის შემდეგ, რომელსაც მოგვიანებით ფიბრილაცია (გულის გაჩერება) აღენიშნა. ჯერ გუნდის და ფიჩსაიდ* ექიმი შეეცადნენ ფეხბურთელისათვის დახმარების აღმოჩენას, მოგვიანებით კი, სპეციალური სამედიცინო ჯგუფი ჩაერთო ფეხბურთელის გადასარჩენად. პირველი სამედიცინო დახმარების შემდეგ კი, ერიქსენი კოპენჰაგენის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ამ მომენტისთვის, ფეხბურთელის ჯანმრთელობა სტაბილურია.
თავდაპირველად, გავრცელდა ინფორმაცია, დანიისა და ფინეთის ეროვნული ნაკრებების მატჩის გადადების თაობაზე, თუმცა, უეფა-ს ოფიციალური გვერდის ინფორმაციით ორივე გუნდის თხოვნის საფუძველზე მატჩი განახლდა. თავდაპირველად გუნდებმა დაასრულეს პირველი ტაიმის დარჩენილი 4-წუთიანი შუალედი და სიმბოლური შესვენების შემდეგ, დაიწყო მეორე ტაიმი.
ფსიქოლოგიური მდგომარეობის მიუხედავად, დანიის ნაკრებმა, რომელიც B ჯგუფის ერთ-ერთ ფავორიტად ითვლება, თამაში გააგრძელა. თუმცა, პირველი გოლი ამ მატჩში, სწორედ მათ კარში გავიდა, მოგვიანებით კი, 11-მეტრიანი გააცუდეს. შეხვედრა დანიელთა მარცხით, 0-1 დასრულდა. ფინეთმა კი, ევროპის ჩემპიონატების დასკვნითი ეტაპის ისტორიაში პირველი 3 ქულა ჩაიწერა.
*ფიჩსაიდ ექიმი - ერთადერთი ადამიანი, რომელსაც მატჩის მსვლელობის დროს, მინდორზე დაცემულ მოთამაშესთან გარკვეული დროის მონაკვეთის გასვლის შემდეგ, მსაჯის ნებართვის გარეშე აქვს შესვლის უფლება.





ჩვენ








