
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობა დაასრულა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ჩვენმა სპორტსმენებმა 4 მედლის მოპოვება მოახერხეს, რაც სპეციალისტების შეფასებით, საუკეთესო შედეგია. მედლებს დაეუფლნენ:
ოქრო - ლაშა შავდათუაშვილი (-73კგ),
ვერცხლი - ტატო გრიგალაშვილი (-81კგ),
ბრინჯაო - ვარლამ ლიპარტელიანი (-100კგ), ილია სულამანიძე (-100კგ)
აქედან, აღსანიშნაბია, რომ ბუდაპეშტში დასრულებული მსოფლიო ჩემპიონატი, ორი მედალოსანისთვის, ვარლამ ლიპარტელიანისთვის და ილია სულამანიძისთვის სადებიუტო იყო.
რაც შეეხევა მსოფლიოს ჩემპიოტის დასკვნით საასპარეზო დღეს, გუნდური ასპარეზობა საქართველოს ნაკრებმა წარმატებით დაიწყო. გაიარა, კუბასთან მატჩის ეტაპი, რომელშიც, 4-1 მოიგო. თუმცა, მომდევნოში, უკვე საფრანგეთის ძლიერ ნაკრებს დაეჯახა და დაძაბულ დაპირისპირებაში 4-3 დამარცხდა. წარუმატებელი გამოდგა ქართული გუნდისთვის რეპეშაჟიში, ბრაზილიასთან დაპირისპირება, რომელიც 4-1 წავაგეთ.
ამ მომენტისთვის საქართველოს ნაკრებს, ლაშა ბექაური გამოაკლდა, რომელმაც საფრაგნეთის წარმომადგენელთამ შეხვედრისას ტრავმა მიიღო. მოგვიანებით, ზურაბ კახაბრიშვილმა, საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მთავარმა ექიმმა, ლაშას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა.
„ამჟამად მდგომარეობა სტაბილურია. უტარდება სამედიცინო დახმარება და მთავარია, რომ მაგნიტურ-რეზონანსული კვლევის საბოლოო დასკვნის შედეგად უკვე დეტალურად მოგაწოდებთ ინფორმაციას. სპორტსმენი კარგად არის, დაწყნარდა და ჩვენც იმედს ვიტოვებთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და ამ მოკლე პერიოდში ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ გაახაროს ქართველი გულშემატკივარი და საქართველო", - ამბობს კახაბრიშვილი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მალე ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზებს. მიუხედავად იმისა, რომ ბუდაპეშტში ქართველთა გამოსვლა დადებითად შესაძლოა შეფასდეს, გასათვალისწინებელია, რომ რიგმა ქვეყნებმა, ოლიმპიური თამაშების წინ, ნომერი პირველი სპორტსმენები დაასვენეს.
@IJF ფოტო





ჩვენ








