
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დღეს, საკალათბურთო სუპერლიგის მორიგი სამი მატჩი გაიმართა. პირველი, ერთმანეთს, „კაკტუსი" და „დინამო" დაუპირისპირდნენ. ევროტურნირების ბოლოს, ორი ლეგიონერის წასვლის შემდეგ, ირაკლი ხოშტარიას შესუსტებული გუნდი, დღეს კიდევ უფრო კაცნაკლული გამოვიდა სათამაშოდ. წინა ტურში, „რუსთავთან" შეხვედრისას ერთდროულად ორი კალათბურთელი ნოდო გოგოძე და ლევან გრძელიძე დაშავდნენ. გოგოძე, დღეს ხოშტარიას კი ჰყავდა განაცხადში, თუმცა იგი მოედანზე არ გამოსულა. რაც შეეხება გრძელიძეს, მას მინიმუმ 2017 წლის ბოლომდე იძულებით დასვენება მოუწევს.
„დინამოსგან" განსხვავებით, არჩილ ჟღენტის „კაკტუსი" პირიქით, ლეგიონერებით გაძლიერდა და ბოლო 4 თამაშია, საკმაოდ დამაჯერებლად და წარმატებულადაც ასპარეზობს. თუმცა, დღეს, „კაკტუსს" გადამწყვეტ მომენტებში თავდაჯერებულობა აკლდა. მხოლოდ, მატჩის დასრულებამდე, 2:13 წუთით ადრე, მას შემდეგ, რაც დეანდრე პარკსმა მოახერხა ზუსტად ესროლა სამქულიანი, ანგარიში 78-83 გახდა და სხვაობა, 5 ქულამდე შემცირდა. „კაკტუსი", რამდენჯერმე მიუახლოვდა ზღვარს და ჰქონდა შანსი, ანგარიშის გათანაბრების. მწვრთნელთა ტაქტიკური დუელის 2 წუთიანი მონაკვეთი, დროში საკმაოდ გაიჭიმა. საბოლოოდ, კი მატჩის ანგარიშს, წერტილი დინამოელი ზუკა მაჩალაძის ორმა ზუსტმა საჯარიმომ დაუსვა 87-94, „დინამოს" სასარგებლოდ.
„ყველაზე ძლიერ გუნდს ვეთამაშებოდით, რაც შეგვეძლო ვიბრძოლეთ, მაგრამ ძლიერმა გაიმარჯვა. ვულოცავ "დინამოს". რაც შეეხება ჩვენს თამაშს, ბევრი შეცდომა დავუშვით დაცვაში და ვეცდებით, შემდეგში გამოვასწოროთ", - ამბობს არჩილ ჟღენტი, "კაკტუსის" მთავარი მწვრთნელი.
მთლიანობაში, საკმაოდ საინტერესო მატჩი, დინამოელთა უპირატესობით წარიმართა და პირველი მეოთხედიც, საქართველოს ჩემპიონის სასარგებლოდ 19-25 დასრულდა. მეორე მეოთხედში, უფრო ზუსტად, ამ მონაკვეთის დასაწყისში, არჩილ ჟღენტის ბიჭებმა, სხვაობა 3 ქულამდე შეამცირეს. თუმცა, „დინამომ" მოახერხა მობილიზება და ანგარიაშში უპირატესობა 12 ქულამდე გაზარდა. ეს მეოთხედი 2 ქულით, 20-22, ხოლო პირველი ტაიმი 8-ქულიანი უპირატესობით მოიგო 39-47. პირველი ტაიმის შემდეგ, კაკტუსელთა შორის 14 ქულით, ყველაზე შედეგიანი იყო დავით ლომიძე, „დინამოში" კი წინა შეხვედრის მსგავსად, 17 ქულით, თბილისელთა მე-17 ნომერი, მიხეილ ბერიშვილი ლიდერობდა.
„რამდენიმე ტრავმირებული გვყავდა, თამაშის მსვლელობისას კი ორმა მეფარემ -ლონდარიძემ და შარასბიძემ პერსონალურების ლიმიტის გამო სათადარიგოებში გადაინაცვლეს და მოგვიწია რამდენიმე მოთამაშისთვის პოზიციის შეცვლა. თუმცა ეს კალათბურთია და ამისთვისაც უნდა ვიყოთ მზად. ამ ეტაპზე მოვახერხეთ გამარჯვება და ახლა, გვაქვს ერთკვირიანი მონაკვეთი და მოვემზადებით წლის ბოლო შეხვედრისთვის",- ამბობს ირაკლი ხოშტარია, "დინამოს" მთავარი მწვრთნელი.
მესამე მეოთხედში, როდესაც „კაკტუსმა" ანგარიშში სხვაობის შემცირება 5 ქულამდე მოახერხა 54-59, ბერიშვილმა 3 ზუსტი 3-ქულიანის ჩააგდო. ამ მატჩში, მიხეილ ბერიშვილის ანგარიშზე 30 ქულა, აქედან 5 ზუსტი სამქულიანი დაგროვდა. მესამე მეოთხედი კი „დინამომ" 15-23 მოიგო. ბოლო მეოთხედის დაწყებამდე ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი 54-70 იგებდა და ხოშტარიას გუნდსაც, მხოლოდ თამაშის სასურველ გამარჯვებამდე მიყვანა რჩებოდა. თუმცა, ისედაც 8-კაციანი „დინამო" 5-5 პერსონალურის გამო ილია ლონდარიძისა და გიორგი შარაბიძის გარეშე დარჩნენ. რეალურად, თამაშის დასრულება 5 კალათბურთელს მოუხდა. ამ გამარჯვების შემდეგ, 10 თამაშიდან 9 გამარჯვებითა და 19 ქულით თბილისის „დინამო" გათამაშების ცხრილის სათავეში ჩადგა.
დღევანდელ მატჩში, კი „კაკტუსის" შემადგენლობაში 24 ქულის დაგროვება ტერიკ ბრიჯმენმა, 20 ქულის კი დავით ლომიძემ შესძლეს. 10 ქულიან ზღვარს, კაკტუსელთაგან დეანდრე პარკისც გადასცილდა, მის ანგარიშზე 11 ქულაა. დინამოელთა შორის შედეგიანობით მეორე კაელ ტურპინი იყო. მან 21 ქულა დააგროვა. „დინამოს" მეორე ლეგიონერის ბოიდის სათვალაში 13 ქულაა, გიორგი შარაბიძემ კი 12 ქულა დააგროვა (იხილეთ სტატისტიკა).
***
საკალათბურთო კლუბი „სოხუმისა" და მსაჯების ირგვლი ატეხილი სკანდალის ფონზე, დღეს, ორი შავიზღვისპირა გუნდის „სოხუმისა" და „ბათუმის" დაპირისპირება, ბათუმელთა უპირატესობით წარიმართა. „ბათუმმა" 105-81, 24-ქულიანი სხვაობით, დამაჯერებლად მოიგო.
„ეს გამარჯვება ძალიან საჭირო იყო. წინა შეხვედრა "კაკტუსთან" გაუმართლებლად წავაგეთ, მანამდეც რამდენჯერმე წავიფორხილეთ, რაც ჩვენი გუნდის არასტაბილურობაზე მიუთითებს. ბევრი გვაქვს სამუშაო, განსაკუთრებით დაცვაში. გვყავს ახალი ლეგიონერი, იშმაელ ჰოლისი, რომელმაც კარგად კი ითამაშა, მაგრამ გუნდს კიდევ უფრო უნდა შეეწყოს", - ამბობს ვლადიმერ ბოსნიაკი, "ბათუმის" მთავარი მწვრთნელი.
„საშინლად ვითამაშეთ დაცვაში. დაცვას თუ არ გამოვასწორებთ, წარმატებაზე ვერც ვიფიქრებთ, ამიტომ აუცილებლად ვიმუშავებთ ამ მიმართულებით", - ამბობს, მიხეილ კობეშავიძე, „სოხუმის" მთავარი მწვრთნელი.
***
დღევანდელი დღის ბოლო თამაშში, სუპერლიგის მე-11 მატჩში, „მგზავრებმა" მეოთხე გამარჯვება მოიპოვეს და სატურნირო ცხრილში, მე-7 ადგილზე გამყარდნენ. 20 ქულიანი სხვაობით, მათ დღეს, ადვილად მოახერხეს „მარნეული-დელტას" დამარცხება 97-77. სუპერლიგის დებიუტანტმა „მგზავრებს", მხოლოდ პირველ ტაიმში გაუწია ასე, თუ ისე წინააღმდეგობა. შემდეგ კი, ანგარიში თბილისელთა სასარგებლოდ იზრდებოდა.
„თამაში ცოტა ნელა დავიწყეთ. გვქონდა ბევრი შეცდომა, თუმცა მეორე ნახევარში ყველაფერი გამოვასწორეთ. ჩვენი მთავარი პლუსი იყო დაცვა, სადაც არაერთი ბურთი ჩავჭერით და შემდეგ გავრბოდით სწრაფ შეტევაში. სტატისტიკა ჯერ არ მინახავს, თუმცა დარწმუნებული ვარ, სწრაფ შეტევებში გვქონდა მთავარი უპირატესობა. ბიჭებმა დავალებას კარგად გაართვეს თავი და ეს ანგარიშზეც აისახა", - ამბობს ნიკა ცინცაძე, "მგზავრების" მწვრთნელი.
„მეტოქე გუნდი აშკარად უკეთ იყო მომზადებული თამაშისთვის, ვერ გავუწიეთ სათანადო წინააღმდეგობა და შედეგიც სახეზეა", - ამბობს თემურ კანკია, მარნეულის „დელტას" მთავარი მწვრთნელი.
***
ახალი, 2018 წლის დადგომამდე, საქართველოს საკალათბურთ სუპერლიგის კიდევ 5 თამაში, 4 ქალაქში რუსთავში, ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში გაიმართება.
24/12/17 - 18:30 „რუსთავი" - „ქუთაისი"
29/12/17 - 18:30 „ბათუმი" - „მგზავრები"
29/12/17 - 18:30 „ქუთაისი" - „კაკტუსი"
30/12/17 - 16:00 „მარნეული დელტა"- „ოლიმპი"
18:00 „დინამო" - სოხუმი"
კალათბურთის ფედერაციის ფოტო





ჩვენ








