თბილისი, წყალბურთის მსოფლიო ლიგა 2020 -ის სუპერ-ფინალს უმასპინძლებს
თბილისი, წყალბურთის მსოფლიო ლიგა 2020 -ის სუპერ-ფინალს უმასპინძლებს
14.06.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

თბილისი, 26 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით, წყალბურთის მსოფლიო ლიგის სუპერ-ფინალს უმასპინძლებს. ამის შესახებ, ინფორმაცია საქართველოს საწყლოსნო სახეობების ფედერაციამ გაავრცელა. მათივე ინფორმაციით,  მსოფლიო ლიგის სუპერ-ფინალის მასპინძლობის უფლება, საერთაშორისო საწყლოსნო ფედერაციამ  FINA-მ, საქართველოს პირველად მიანიჭა.


თბილისის ოლიმპიურ აუზზე, თავდაპირველად ჯგუფური ასპარეზობები გაიმართება. 26-28 ივნისის ჩათვლით, ორი ჯგუფი საუკეთესო ½ ფინალისტებს გამოავლენს. 29 ივნისს პლე-ოფებია დაგეგმილი. 1 ივლისს, კი, ასპარეზობა, ფინალური მატჩით დასრულდება.


პრესტიჟულ ტურნირში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ნაკრებიც. მის გარდა კი, თბილისურ ტურნირში,  მსოფლიო წყალბურთის გრანდები - აშშ-ს, იაპონიის, იტალიის, მონტენეგროს, საბერძნეთის, საფრანგეთისა და ყაზახეთის ნაკრებები მიიღებენ მონაწილეობას.


საქართველოს ნაკრები B ჯგუფში მოხვდა, სადაც იაპონიის, მონტენეგროსა და აშშ-ს ნაკრებები მოხვდნენ. A ჯგუფში კი, ყაზახეთის, საბერძნეთის, საფრანგეთისა და იტალიის ნაკრებები იასპარეზებენ.