
სამ თვეში, საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები, მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფურ ეტაპზე დაიწყებს ასპარეზობას. ჩვენი ქალები, პირველ შეხვედრას სახლში, ირლანდიის წინააღმდეგ გამართავენ, ხოლო 31 სექტემბერს შვედეთს სტუმრად დაუპირისპირდებიან. ამ ორი მეტოქის გარდა, საქართველოს ქალთა ნაკრებს, ფინეთისა და სლოვაკეთის ნაკრებებთანაც მოუწევთ ასპარეზობა. სწორედ, ამ შეხვედრებისთვის დაიწყო მზადება საქართველოს ქალთან ნაკრებმა, რომელსაც ახლი საკვალიფიკაციო ციკლის წინ ახალი მთავრი მწვრთნელი ჰყავს.
გიორგი ჩხეიძის თაოსნობით, ქალთა ეროვნულმა 11 და 14 ივნისს, თბილისში, ორი ამხანაგური სპარინგი გამართა აზერბაიჯანის გუნდთან. პირველი მინიმალური ანგარიშით 3-2 მოიგო. ხოლო, მეორეში ფრედ 0-0 ითამაშა.
აღსანიშნავია, რომ ჩხეიძის ფორმაციის ნაკრებში, ამხანაგური თამაშებისთვის, რომელშიც არ იყო გამოძახებული ეროვნული ნაკრების ბევრი წამყვანი და გამოცდილი ფეხბურთელი თამარ ნადირაშვილი, თამარ ტატუაშვილი, ხატია ჭყონია, თამარ ქველიძე, ანა ჩემინავა, გულნარა გაბელია, ნათია სხირტლაძე და სხვანი, ერთის შეხედვით ექსპერიმენტალურმა შემადგენლობამ მოიყარა თავი. აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ყველაზე მეტი ფეხბურთელი, „ლანჩხუთიდან" იყო გამოძახებული - გუნდიდან, რომლის მთავარი მწვრთნელიც თავად გიორგი ჩხეიძეა.
რაც შეეხება მატჩებს, ქალთა ნაკრებმა ორი განსხვავებული მატჩი ჩაატარა. პირველი, რომელის სფფ-ს ტექნიკურ ცენტრ ბასაზე ჩატარდა შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და ალბათ, რომ არა აზერბაიჯანელთა მიერ საკუთარ კარში ჩაჭრილი ბურთი, შეხვედრა ფრედ 2-2 დასრულდებოდა.
მეორე მატჩში, რომელიც მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა, საქართველოს ნაკრები უფრო თავდაჯერებული და პირველი თამაშისგან განსხვავებით, მხოლოდ, ორი ცვლილებით გამოვიდა. თუმცა, აზერბაიჯანელთა მწვრთნელმა, როგორც ჩანს, პირველში დაშვებული შეცდომები უფრო ღრმად გააანალიზა და დღეს, მასპინძლებს, საკუთარ მოედანზე, მეორე ნომრად მოუხდათ თამაში. განსაკუთრებით, შეხვედრის პირველი ტაიმი, სტუმართა კარნახით წარიმართა. ბურთის ფლობითაც, აზერბაიჯანელები უფრო გვჯობნიდნენ. თუმცა, გოლამდე და რეალურად კარში დარტყმამდეც საქმე მხოლოდ ერთხელ მივიდა. მეორეში შეხვედრა, გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. თუმცა, მატჩი, გოლების გარეშე დასრულდა.
საქართველოს ნაკრებმა საერთო ჯამში, არ დატოვა ცუდი შთაბეჭდილება და ახლა ოფიციალურ თამაშებამდე, სამწვრთნელო შტაბსაც და ფეხბურთელებსაც საკმაოდ აქვთ, დრო, რათა იმ ხარვეზების გამოსწორებას შეეცადონ, რაც აზერბაიჯანთან ორმა სპარინგმა აჩვენა.





ჩვენ








