სსრკ-ს დაშლის შემდეგ პირველა, „დინამო თბილისი“ ბაქოს „ნეფთჩის“ დაუპირისპირდება
სსრკ-ს დაშლის შემდეგ პირველა, „დინამო თბილისი“ ბაქოს „ნეფთჩის“ დაუპირისპირდება
15.06.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

„დინამო თბილისი" უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, ბაქოს „ნეფთჩის" დაუპირისპირდება. წილისყრა ცოტა ხნის წინ, უეფა-ს შტაბბინაში გაიმართა. პირველ შეხვედრას, ქართული გუნდი თბილისში, 6/7 ივლისს გამართავს, ბაქოში კი, საპასუხო შეხვედრის გასამართად 13/14 ივლისს გაემგზავრება.


შეგახსენებთ, რომ კორონა ვირუსის პანდემიიდან გამოწვეული ცვლილება, რომელიც 2020-2021 წლების სეზონს შეეხო და გუნდებს, ერთ-რაუნდიანი საკვალიფიკაციო ეტაპების გამართვა მოუხდათ, ფლეი-ოფებამდე, მიმდინარე 2021-2022 წლების გათამაშებაში აღარ მოქმედებს, და გუნდებს, კვლავინდებურად სახლის და გასვლის თამაშების ჩატარება მოუწევთ.


საფეხბურთო კლუბი „დინამო თბილისის" სავარაუდო მეტოქეები, დღევანდელ წილისყრამდე ერთი დღით ადრე გაირკვნენ. ქართული კლუბი, რომელიც განთესილ კლუბებს შორის იყო და განთესილი გუნდების მე-3 კალათში იყო, ბელარუსული სოლიგორსკის „შახტიორს", აზერბაიჯანულ ბაქოს „ნეფთჩის", ისრაელის „მაქაბი ჰაიფას" ან  ალბანურ „ტეუტას" უნდა შეხვედროდა.


„ბაქოს "ნეფთჩი" აზერბაიჯანის ჩემპიონია და თავის ქვეყანაში ისეთივე საფეხბურთო ბრენდია, როგორც დინამო საქართველოში. სერიოზული მეტოქეა და რა თქმა უნდა, ვაფასებთ მას. ამ ეტაპზე შანსებზე საუბარი მიუღებელია, ჩვენი ამოცანაა კარგად მოვემზადოთ ამ მატჩებისთვის. ჩვენი გეგმები გვაქვს, მაქსიმალურად უნდა დავიხარჯოთ და შედეგიც მაქსიმალური ვაჩვენოთ", - ამბობს კახა ცხადაძე, „დინამო თბილისის" მთავარი მწვრთნელი.




აქვე შეგახსენებთ, რომ „დინამო თბილისისა" და ბაქოს „ნეფჩის" არც თუ შორეულ წარსულში, საკმაოდ კარგად იცნობდნენ ერთმანეთს. სსრკ-ს პერიოდში, ოფიციალურ შეხვედრებში, გუნდები  მრავალჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და თბილისური გუნდის სასარგებლოთ 2/3 პროცენტული მაჩვენებელია. გუნდები, დამოუკიდებლობის პერიოდში კი, ოფიციალურ შეხვედრებში პირველად დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.