ყველაზე სუსტი მეტოქე ქართული გუნდებიდან ბათუმის „დინამოს“ შეხვდა
ყველაზე სუსტი მეტოქე ქართული გუნდებიდან ბათუმის „დინამოს“ შეხვდა
15.06.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

უეფა-ს შტაბ-ბინაში, დღეს ახალი ევროტურნირის, კონფერენც ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა. მატჩებში, რომელიც 8 და 15 ივლისს გაიმართება, სამი ქართული კლუბი მიიღებს მონაწილეობას.  სამივე ქართული გუნდი, ბათუმის „დინამო", გორის „დილა" და „გაგრა" განუთესავ გუნდებს შორის იყვნენ და შესაბამისად, ძლიერი მეტოქეების მოლოდინშიც. თუმცა, ჩამოთვლილთაგან, აჭარულ გუნდს გაუმართა, რამეთუ, ქართული გუნდების მეტოქეებიდან ყველაზე სუსტი, სან-მარინოს „ტრე პენეს". ბათუმელები პირველ შეხვედრას, სახლში, საპასუხოს კი, სან-მარინოში გამართავენ.


ეროვნული ლიგის მესამეადგილოსანი გორის „დილა"  პირველ შეხვედრას სტუმრად გამართავს სლოვაკურ „ჟილინას" წინააღმდეგ. მეორე კი, გორის „თენგიზ ბურჯანაძე სახელობის სტადიონზე".


საქართველოს თასის მფლობელი „გაგრა" მონტენეგროს „სუტიესკას" დაუწყვილდა. პირველ შეხვედრას, გაგრელები სახლში, დიდი ალბათობით, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართავენ.


კონფერეც ლიგა 2021-2022  / 1 საკვალიფიკაციო

„დინამო" ბთ - „ტრე პენეს"

„ჟილინა" - „დილა"

„გაგრა" - „სუტიესკა"


ასევე იხილეთ: სსრკ-ს დაშლის შემდეგ პირველა, „დინამო თბილისი" ბაქოს „ნეფთჩის" დაუპირისპირდება



ფოტო: @football365.com