ფუტსალის ლიგაზე, საახალწლო არდადეგები დაიწყო
ფუტსალის ლიგაზე, საახალწლო არდადეგები დაიწყო
23.12.2017
ავტორი:


საქართველოს  ფუტსალის  ლიგის  2017/18 წლების გათამაშებაში საახალწლო არდადეგები გამოცხადდა. ჩემპიონატი 26 იანვრიდან განახლდება. 19-23 დეკემბრის ჩათვლით კი, სეზონის   მეხუთე  ტურის მატჩები გაიმართა.

მეხუთე ტურმა სტარტი ქუთაისში, 19 დეკემბერს აიღო. „წყალტუბო", რომელიც საშინაო მატჩებს, იმერეთის მთავარ ქალაქში ატარებს, დიდი ანგარიშით, 1-10 დამარცხდა „ტატიშვილთან".

 „კარგი თამაში  გამოვიდა   სტუმრად  ვიყავით  ჩამოსული, ვიბრძოლეთ ბიჭებმა  დიდი  ანგარიშით  გავიმარჯვეთ  და  მადლობა  მინდა  ვუთხრა  მოწინააღმდეგეს  და  აქ  მოსულ  გულშემატკივარს,  ჩემი  გუნდელების  დამსახურებით  ნაყოფიერი   მატჩი   ჩავატარე", - ამბობს, ვახტანგ კეკელია, „ტატიშვილის" ფეხბურთელი, რომელმაც აღნიშნულ მატჩში 2 გოლი და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.

„ტატიშვილის" ფეხბურთელებიდან, ამ დღეს, კეკელიას გარდა 2-2 გოლი ვახტანგ ჯავრიშვილმა, გიორგი სილაგავამ, თემურ ექიზაშვილმა გაიტანეს. თითო გოლი დიმიტრი ჩერნიშოვისა და დავით ლომაძის ანგარიშზეა. მასპინძელთაგან, ერთად-ერთი გატანილი გოლის ავტორი, ოთარ გოგოლაძეა.

***

ფუტსალის  ლიგის მეხუთე  ტურის მორიგი შეხვედრა უკვე თბილისში, 22 დეკემბერს შედგა. ბსუ-„აფხაზეთს" შეხვდა და მათი გამარჯვებით 5-3 დასრულდა. გამარჯვებულთაგან, დუბლი ამირან ასამბაძემ შეასრულა, მოწინააღმდეგე გუნდიდან კი სამივე გოლი გივი ჯანიკაშვილის ანგარიშზეა.

„ფავორიტები  ისედაც  არ  ვიყავით  ამ  შეხვედრაში  ბსუ   შეკრული გუნდია,  ბიჭები  მოსაგებად  გავედით   თუმცა  დავმარცხდით ძალიან  გვინდოდა  წლის  ბოლო  მატჩი  მოგვეგო,  თუმცა  ვერ  მოვახერხებთ .  გამოუცდელი  გუნდი  ვართ.   შევეცდებით  რომ  შემდეგ  მატჩებში   გამოვასწოროთ  ჩვენი თამაში", - ამბობს გივი  ჯანიკაშვილი, „აფხაზეთის" ფეხბურთელი.

„საკმაოდ  რთული მატჩი  გამოდგა, ბევრი  შეცდომები  დავუშვით, თუმცა  მოვახერხეთ  მეტოქის  გატეხვა  და  დიდი   ანგარიშით  არა, თუმცა  დამაჯერებლად  მოვიგეთ.  დიდი  მადლობა  მინდა  ვუთხრა  ჩემს  გუნდელებს  და  მოწინააღმდეგეს", - ამბობს, ირაკლი გორგოშაძე, ბსუს ფეხბურთელი.


***

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, 22 დეკემბერს, კიდევ ერთი მატჩი გაიმართა. „კოლხმა", „სტუ-თელასი"   3-2 დაამარცხა და მიმდინარე გათამაშებაში პირველი სერიოზული სენსაცია დააფიქსირა. საქმე იმაშია, რომ  საქართველოს  მოქმედმა  ჩემპიონმა  „სტუ- თელასმა",  ლიგის  წაუგებელი   მატჩების  სერია, სწორედ,  დებიუტანტ  „კოლხთან"  დათმო და  მიმდინარე  ჩემპიონატის ერთპიროვნული  ლიდერობა  დაკარგა.

„პირველი  ტაიმი  ძალიან  ცუდი  თამაში  ვითამაშეთ.   მწვრთნელის,  ვერცერთი  დავალება   ვერ  შევასრულეთ   და  დავისაჯეთ  კიდევაც.  პირველი ნახევრის  შემდეგ,  ფორა ძალიან  დიდი  იყო   მეორე  ნახევარში,  თამაშის  ბედის  ჩვენს  სასარგებლოდ  გადარჩენა  ვერ შევძელით.  მეტოქემ, ძალიან  კარგად  ითამაშა. მაქსიმუმი აჩვენა და დამსახურებულადაც  გაიმარჯვა",- ამბობს, კარლო წვერავა„თელასის" ფეხბურთელი.   

აღსანიშნავია, რომ, „კოლხი გულრიფში" მთელი  მატჩის  განმავლობაში  დომინირებდა. გათამაშეის დებიუტანტებმა, შეხვედრის  პირველ  ნახევარში  სწრაფი  კონტრშეტევებით   სამი  გოლის  გატანა  შეძლო. აქედან დუბლი, გუნდის ლეგიონერის, ომით ნაბათალიზადეს ანგარიშზეა.  თამაშის მეორე ნახევრის ბოლო  წუთებზე, „თელასმა"  ძალების  მობილიზება  და ანგარიშის  სხვაობის შეამცირება კი მოახერხა, თუმცა, ანგარიშის გასათანაბრებლად  ძალები  არ  ეყო.  

„როგორც  ველოდით  ძალიან  დაძაბული  თამაში  იყო.  „თელასი",  ძალიან  ძლიერი  გუნდია. ჩვენ, დებიუტანტები ვართ. რთული  იყო   ჩემპიონებთან  თამაში,  მაგრამ   სწორმა  ვარჯიშმა, სწორმა  მომზადებამ შედეგი გამოიღო  და  მწვრთნელის  დავალებაც  შევასრულეთ.  ბოლო  წუთებზე  მობილიზება  დაგვაკლდა  და  რამდენიმე   შეცდომა  დავუშვით   რის   ხარჯზეც   ორი  გოლი  გაგვიტანა  „თელასმა"  თუმცა  საბოლოოდ  მოგება  მოვახერხეთ", - ამბობს, დიმიტრი ანდღულაძე,  „კოლხის" მოთამაშე.


***

„აგორა"-„თბილისის"   მატჩით  დასრულდა ფუტსალის  ლიგის მე-5 ტური. ამ  შეხვედრაში   „აგორამ"  მოწინააღმდეგეს  2:0  აჯობა. ანგარიში   აგორას  მოთამაშემ  ჯანო  გორგაიამ  მატჩის  19-ე   წუთზე  გახსნა. 23 -ე  წუთზე  კი  ნიკა  ბუგიაშვილმა  ანგარიშის  სხვაობა  გაზარდა.   მატჩის  გადასარჩენად, „თბილისს", ძალები  არ  ეყო.

 „კარგი  თამაში  იყო,   ვემზადებოდით  ამ შეხვედრისთვის,  გვქონდა  დანაკლისი  თუმცა  შევძელით  გამარჯვება,  მადლობა  მინდა  გადავუხადო,  გულშემატკივარს  და მოწინააღმდეგეს.  ვეცდებით  რომ  ჩვენი  გულშემატკივარი  გავახაროთ", - ამბობს, ვიქტორი ტატიშვილი,  „აგორას" მოთამაშე.

„კარგი, სანახაობრივი და  დაძაბული  თამაში  გამოვიდა,   თუმცა  იღბალი  ჩვენს  მხარეს  არ  აღმოჩნდა,  არ  გაგვიმართლა  რიგ  მომენტებში,  ვულოცავ  მოწინააღმდეგეს  გამარჯვებას  და  ვეცდებით  გავიმარჯვოთ   დანარჩენ  შეხვედრებში" - ამბობს, ბაკურ  სანიკიძე, „თბილისის" მოთამაშე.

როგორც უკვე გითხარით,  ფუტსალის  ლიგა, მეექვსე  ტურით, 2018 წლის  26  იანვარს  განახლდება. მანამდე, კი ხვალ, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, დღეს, 24 დეკემბერს, ბრინჯაოს და ოქროს ლიგის მესამე ტურის შეხვედრები გაიმართება, რომელსაც ტრადიციულად თბილისის ოლიმპიური სასახლე უმასპინძლებს.

მოედანზე, პირველები ბრინჯაოს ლიგის გუნდები დაიწყებენ ასპარეზობას.

11:00 დელუქსი - ნაბეღლავი

12:00 m2 - ბილტმორი

18:00 ხალიკ ბანკი - კროკობეთი

20:00 ინსტა - ტერაბანკი

21:00 კრედო ბანკი - ევროპაბეთი

22:00 Vivus.ge - McGill

ოქროს ლიგის მესამე ტური სტარტს 13:00 სთ-ზე, საქართველოს ფოსტისა და არმიის გუნდების დაპირისპირებით აიღებს.

13:00 ფოსტა - არმია

14:00 პატრული - TTC

15:00 ნატახტარი - GWP

16:30 ბაქსვუდი - სფფ

19:00 PSP - ვითიბი ბანკი