
ქუთაისის „ტორპედოსთან", საგურამოში ჩატარებული მატჩის გურამ კაშია, საფეხბურთო კლუბ „ლოკომოტივს" დაემშვიდობა. გუნდიდან წასვლის შესახებ ფეხბურთელმა საკუთარ ინსტაგრამ-გვერდზეც დაწერა.
„დღეს ოფიციალურად დავემშვიდობე @locomotivetbilisi . კლუბი, სადაც ბოლო რამდენიმე თვე გავატარე ჩემი კარიერაში ნამდვილად განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს. შეიძლება ვინმესთვის ბევრი არ არის, 17 მატჩი და ამ თამაშებში გატანილი ოთხი გოლი... მაგრამ, ფეხბურთის თამაში ხომ იმიტომ დავიწყე, რომ დასამახსოვრებელი სპორტული და არასპორტული ეპიზოდები შემეგროვებინა. ასე იყო ლოკომოტივთან ერთად გატარებული ეს თვეებიც. დავაგროვე ბევრი საინტერესო მოგონება და ამისთვის მადლობა მინდა გადავუხადო კლუბის თითოეულ მოთამაშეს, სამწვრთნელო შტაბს, ექიმებს, ყველას ვინც ქმნის თბილისის ლოკომოტივს. რაც მთავარია მადლობა გულშემატკივარს, ვისაც უყვარს ქართული ფეხბურთი და სტადიონზე თუ ტელეეკრანთან ლოკომოტივს ქომაგობს. მადლობა საინტერესო თავგადასავლისთვის!", - წერს კაშია.
თბილისურ კლუბში, გურამ კაშიამ 5 თვე დაჰყო. საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთმა თვითმყოფადმა ფეხბურთელმა „ლოკომოტივის" მაისურით 17 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა 1 საგოლე გადაცემა ჩაიწერა. 33 წლის ფეხბურთელი, დიდი ალბათობით, კარიერას ვლადიმირ ვაისის „სლოვანში" გააგრძელებს. თუმცა, ბრატისლავურ კლუბში გადასვლის თაობაზე ფეხბურთელი რიგი დეტალების საბოლოო გადასვლამდე არ საუბრობს. ამასთან, კაშია კიდევ ორ დაინტერესებულ კლუბზეც საუბრობს, თუმცა, ამ ეტაპზე ის კონკრეტულად, მხოლოდ იმას ამბობს, რომ საფეხბურთო კარიერას, ევროპაში გააგრძელებს.





ჩვენ








